უცხოური ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების მიმართულებით სიხშირეებს ზრდიან

საქართველო, თბილისი - 17:02 | 04.07.2016
ნანახია: 1397

უცხოური ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების მიმართულებით სიხშირეებს ზრდიან. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით:

✔ ყაზახურმა ავიაკომპანია „Air Astana“-მ გაზარდა ფრენის სიხშირე ალმაატა-თბილისი-ალმაატას მიმართულებით და 1 ივლისიდან ფრენებს ასრულებს კვირაში 6 სიხშირით ნაცვლად 5 სიხშირისა;

✔ ირანული ავიაკომპანია “Qeshm Air” ზრდის ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით და 5 ივლისიდან ფრენებს შეასრულებს კვირაში 4 სიხშრით, ნაცვლად 2 სიხშირისა;

✔ რუსულმა ავიაკომპანია “Ural Airlines”-მა გაზარდა ფრენის სიხშირე ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით და 3 ივლისიდან ფრენებს ახორციელებს კვირაში 3 სიხშირით, ნაცვლად 2 სიხშირისა.

✔ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს მიენიჭათ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები.

 

  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე