თიბისი ბანკმა განახლებული იპოთეკური ცენტრი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 17:45 | 09.10.2015 ნანახია: 2052დღეიდან, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში, ჭავჭავაძის #11-ში, მომხმარებლებს განახლებული იპოთეკურ ცენტრი მოემსახურება.
კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.
თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.
მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც, (http://bit.ly/1VIOLpN) რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე, ნახოს შესაბამისი ფოტომასალა და ისარგებლოს სატელეფონო კონსულტაციით. ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა.
„თბილისში საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. ასევე, ბოლო წლებში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებს, სამშენებლო მასალების ხარისხს და ენერგოეფექტურობას. ამიტომ იპოთეკურ ცენტრში წარმოდგენლი პროექტების უმრავლესობით მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებლის სურვილებს და ინტერესებს და მათთვის სასურველი მშენებარე პროექტი შევთავაზოთ.“ - აცხადებს თიბისი ბანკის საცალო, მცირე და საშუალო ბაზრის დირექტორი ნინო მასურაშვილი
„თიბისი ბანკთან უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ეს ცენტრი დამატებითი საშუალებაა ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, რაც საბოლოო ჯამში დაინტერესებულ პირებს ბინის შეძენის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. ასეთი სამმხრივი ურთიერთობა ყველა მხარისთვისაა მისაღები“.- ლიანა მოდებაძე, კომპანია „მეტრა დეველოპმენტის “ დირექტორი.
თიბისი ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრი მომხმარებელს თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















