თინა ხიდაშელი: რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა
საქართველო, თბილისი - 11:04 | 09.06.2016 ნანახია: 1933
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. „ნატოს გაფართოების მომავალი და ახალი საზღვრები ევროპის უსაფრთხოებაში" - ამ სახელწოდების სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში (ACUS) საჯარო მოხსენებით წარდგა. კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას აშშ-ის აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა სურს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი გაღიზიანების, რაც ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა მგონია“, - ამ სიტყვებით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, არსებული გარემოება ქვეყანას აიძულებს, იცხოვროს სამყაროში, სადაც დომინანტი კვლავ რუსეთის ინტერესები და სურვილები რჩება, სწორედ, ამ ფაქტის გამო აქვს პრობლემები ცივილურ სამყაროს.
"საქმე არ ეხება ნატოს გაფართოებას, რაც ჩვენ რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გვგონია, არც ის არის განმსაზღვრელი, რას აპირებს ნატო საქართველოსა და უკრაინაში... მიზეზები უფრო შორს და სხვაგან უნდა ვეძებოთ. რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ და რომელიც ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ეხება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა. საქმე, სწორედ, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაშია, რომელიც ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით მომარაგებას ჰპირდება, რუსეთს კი საერთო ენერგომომარაგების სურათს მიღმა ტოვებს... ფუნდამენტური და ფილოსოფიური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც უცხოელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის შეკითხვები საქართველო-ნატოს ურთიერთობის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პირადად დაესვათ. თინათინ ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხვალ ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის(ACT) სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიერთან შეხვედრით გაგრძელდება.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















