თინათინ ხიდაშელი: „პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდა“
საქართველო, თბილისი - 17:50 | 19.05.2016 ნანახია: 2139
„სწორედ დღეს, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდა“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება გაიმართა.
სწავლების დაწყებამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ომარ ბეგოიძემ და ნიკოლოზ აგლაძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა JTEC-ის დაარსების, ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გამართა. ნორიოს საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ ასევე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC), თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წევრები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საწვრთნელი ბაზის პოლიგონზე გადაინაცვლეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელეს. ამოცანის ფარგლებში ერთ-ერთი ოცეულის დავალება მოუმზადებელი ჩასაფრება და მოწინააღმდეგის განადგურება იყო. განხორციელდა ოპერაციის შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის საჰაერო-სამედიცინო ევაკუაციაც. სწავლების დროს ქვედანაყოფმა „მაილსის“ ლაზერული სისტემები გამოიყენა.
JTEC-ის პირველ საველე სწავლებას ცენტრის ქართველი შემფასებლებმა აკვირდებოდნენ, ნატოელმა პარტნიორებმა კი ქვედანაყოფს მხარდაჭერა გაუწიეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ, შემფასებლებმა ასეულს ის ხარვეზები და დადებითი მხარეები გააცნეს, რაც სწავლების პროცესში გამოვლინდა.
ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი საველე სწავლების ჩატარების მნიშვნელობასა და ცენტრის სამომავლო გეგმებზე თავდაცვის მინისტრმა გაამახვილა ყურადღება. „მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეალურად გვექცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცენტრი გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და მომავალ წელს უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები ასეულიდან ბატალიონის, შემდეგ ბრიგადის დონის შეფასებაზეც გადავა. JTEC იქნება იმ ტიპის ადგილი, იმ ტიპის სასწავლო ცენტრი საქართველოში, როგორიც ნატოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არამედ, პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებსაც შეფასების პროცესში,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ღონისძიების დასასრულს JTEC-ის პირველი საველე სწავლებისა და მისი ჩატარების მნიშვნელობის შესახებ შეფასებები გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ასევე ლიტვისა და ნორვეგიის ელჩებმა - გიედრიუს პუოჯუნასმა და ბარდ ივარ სვედსენმა.
„მინდა მივულოცო ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებმაც განავითარეს ეს ორგანიზაცია და ჩაატარეს ეს წვრთნები. დღეს ნანახი პრაქტიკული სწავლება კონცენტრირებულია ჯარისკაცზე და მათი შესაძლებლობების გაძიერებაზე, რომ უფრო ეფექტურად დაიცვან საქართველო. ეს არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ ნატოს სიმბოლური ვალდებულება. ეს ასევე გამოხატავს საქართველოს სიმბოლურ ვალდებულებას ალიანსთან თანამშრომლობის კუთხითაც. დღეს ნანახი მხოლოდ დასაწყისია. ეს პროცესი წლების შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწება. სამომავლოდ ჩამოყალიბდება უფრო ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ სწავლებებს, როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ალიანსის წევრი სამხედროები შეძლებენ ჩამოვიდნენ საქართველოში და ისწავლონ ნატოს სტანდარტების შესაბამისად ქართველებთან ერთად, ქართულ მიწაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ცენტრის წარმომადგენლებს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღნიშნული საქმის გაკეთებაში,“ - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
დღევანდელი საველე სწავლება თერთმეტი როტაციული სწავლებიდან პირველი წვრთნაა, რომლებიც JTEC-ში 2016 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. იგი უზრუნველყოფს მკაცრ და რთულ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ასეულების უმეტესი ნაწილებისთვის
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















