„ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება“
საქართველო, თბილისი - 15:13 | 13.05.2016 ნანახია: 2007
„დიდი მადლობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობისთვის. ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება,“ - ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მალიში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მალიში ვიზიტის დროს. ამის შესახებ პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თავდაცვის უწყების მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვისას უამბო.
ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს მინისტრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობისა და მისიების მიმდინარეობის შესახებ მათგან პირადად მიიღეს ინფორმაცია. საუბრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ ქართველ სამხედროებს მისიების წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
„ჩვენ მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე ვდგავართ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მათ შორის ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ. ეს მზადყოფნა მრავალჯერ გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველგან, სადაც საჭიროა ჩვენი ექსპერტული დახმარება, ჩვენი ოფიცრების გამოცდილების გაზიარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვმონაწილეობდეთ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებში, საკონსულტაციო მისიებში, მზად ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს წვლილი გავიღოთ ამ საქმეში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ორივე შემთხვევა, სადაც ჩვენ სულ ერთი წლის წინ სამხედრო ძალით ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენი სამხედროები ფრანგებთან, იტალიელებთან და სხვა ჩვენს პარტნიროებთან ერთად იარაღით ხელში იცავდნენ მშვიდობას. დღეს კი, უკვე მხარდამჭერ მისიაში ვართ და ვეხმარებით როგორც ცენტრალური აფრიკის, ასევე მალის რესპუბლიკებს შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში, რეფორმირებაში, უკეთესი მზადყოფნის უზრუნველყოფაში. ეს არის რეალური პარტნიორობა. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში ასეთი ტიპის წვრთნები, სადაც ჩვენ გვეხმარებიან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დახმარება უკან დავაბრუნოთ იქ, სადაც ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „მისიებში მონაწილეობით ვზრდით ჩვენს თავსებადობას ევროკავშირის შეიარაღებულ ძალებთან და ვმონაწილეობთ უსაფრთხოების მისიებში საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის ჩვენი წვლილი გლობალური მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ამ პოზიციის გამყარებისთვის, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, მათი ჩვენს პარტნიორებთან თავსებადობისთვის“.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედროა ჩართული, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ. მათი მთავარი ამოცანა მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვაა. სამხედრო-მრჩეველთა მისიის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორისა და შეიარაღებული ჯარების რეფორმირების პროცესში.
ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს. მისი ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია. საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ასევე პასუხისმგებელია, განახორციელოს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა, მალიში ადგილზე მოქმედ აქტორებთან თანამშრომლობით შეიმუშავოს ზოგადი შეფასება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისიის წარმატებით დასრულებაზე. საწვრთნელი მისიის მიზანი კი, ქვეყანაში კონსტიტუციური და დემოკრატიული წყობის აღდგენაა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















