საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლის იუბილე
საქართველო, თბილისი - 15:25 | 04.05.2016 ნანახია: 2107
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ სამხედროებს სამშობლოს სამსახურისთვის გადაუხადა მადლობა.
„ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა... დღეს თქვენ აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს. თქვენ დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში. თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს,“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, როდესაც მთელი საქართველო ერთიანია. „25 წელი ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ამაყად განაცხადოს: დიახ, ჩვენ გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია თავისი მისიის შესრულება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ქართულ ჯარს იუბილე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„მინდა მივულოცო მთელს საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ხნის არის და ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ - ჯარი, სამოქალაქო სექტორი და ქართული დამოუკიდებელი მედია. ეს არის სახელმწიფო, რომელიც, სწორედ, ჯარის სიძლიერეს ეფუძნება. ქართული სახელმწიფო ჯარის წარმატებაზეა დიდ წილად დამოკიდებული. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც წარმატებული იქნება შეიარაღებული ძალებისთვის, წარმატებულია მთელი ქვეყნისთვის. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ წარმატების სამსახურში. ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო იყოს, უფრო ენთუზიაზმით სავსე, გამოწვევებით ნაკლები და მეტი შემართებით“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების დღე ქართველ ვეტერანებს და ახალგაზრდა კადეტებს მიულოცა: „სხვადასხვა სამხედრო მისიებში ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რას წარმოადგენს ქართველი ჯარისკაცი. ამ ბიჭებმა ავღანეთში ანახეს, თუ რას ნიშნავს პროფესიონალი სამხედრო და ვაჟკაცობა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს პერიოდი და მანამდე რამოდენიმე წელი ამ ჯარისკაცების ხელმძღვანელობა მომიწია. უდიდესი სიამაყის გრძნობით ვარ აღვსილი, ვინაიდან მე ვარ ერთ-ერთი ამ სამხედროთაგანი“.
შეიარაღებული ძალების იუბილეზე ეროვნული გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე მიენიჭა 10 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის ორი ქალბატონი იყო. რამდენიმე სამხედროს მედლები - „სამშობლოსათვის თავდადებული“, „საბრძოლო იარისათვის", „სიცოცხლის გადარჩენისათვის“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ გადაეცა, ხოლო, თავდაცვის უწყების 11 წარმომადგენელი სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წელი 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გათვალისწინებით, წელს საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით დღეს აღინიშნა.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ, ეს თარიღი განისაზღვრა ქართული ჯარის დაარსების დღედ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















