ქართველი ჯარისკაცების როტაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
საქართველო, თბილისი - 16:47 | 01.04.2016 ნანახია: 2140
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება. აფრიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.
თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიაში ყოფნას. ამჟამად, საქართველო ხუთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. აპრილის შუა რიცხვებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მორიგი როტაცია იქნება. ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება, სწორედ, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ისინი სულ რამდენიმე თვით მიდიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღარ არის რთული მისია. რისკები მინიმალურია. ვფიქრობ, მისია წარმატებული იქნება,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტი ხუთკაციანი შემადგენლობით რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ევროკავშირის მრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწრაფი რეაგირება იქნება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისის ჩათვლით, მისიის დასრულების ბოლომდე დარჩებიან.
მრჩეველთა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ გაამახვილა ყურადღება. „დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ჯგუფიც მაღალ დონეზე შეასრულებს ამოცანებს და ივლისში დაბრუნდება საქართველოში, როდესაც უკვე მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდება. ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პროცესის წევრები და 2014 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებში აფრიკაში. ახლაც, ჩვენი ერთი ოფიცერი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მისიაში მალიში,“ - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მრჩეველთა მისიაში ჩასართავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















