სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს პირველი ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველო, თბილისი - 13:40 | 21.03.2016 ნანახია: 5991
სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა, რაც მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს განაპირობებს კომპანიის ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26%-ს” - განაცხადა სს „ნიკორა“-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა.
„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბაზარზე პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის, საცალო სავაჭრო სექტორიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმის და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება