გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული - ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 16:34 | 19.07.2026 ნანახია: 76
თელავში, სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ლაშა კაპანაძე სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.
ჭიღლაძის ინტერესების დამცველის განმარტებით, მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა.
„სასტუმრო აგარანში" მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთი:
2026 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათიდან ვიმყოფებოდით სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილის აღსანიშნავად. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე. სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა). იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა.
აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქორწილის სტუმრებსა და მე-3 სართულზე მყოფ დამსვენებლებს შორის. ქორწილის სტუმრებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და შესულიყვნენ შიგნით, ხოლო მე-3 სართულზე მყოფებმა სტუმრების მისამართით რუსულ ენაზე დაიწყეს გამოთქმები, რომ ვართ პაპუასების ქვეყანა და დედა აგინეს ქორწილში მყოფ სტუმრებს. ქორწილის სტუმრებმა იქვე მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს დასახმარებლად, რომ აღმოეფხვრათ პრობლემა. ადმინისტრაციის წარმომადგენელიც დაჰპირდა შესაბამის რეაგირებას. ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები, სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში, მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა მე-3 სართულზე და კარზე დაუკაკუნა იქ მყოფ დამსვენებლებს. კარის გაღების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად, ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი.
აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი. აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში, ანუ საქართველოში და მოსთხოვა ესაუბრა ქართულად, ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება.
გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე …). ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა. გიორგი ჭიღლაძეს და იქ დამსვენებელ ქალს შორის გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო იმ ქალმა გიორგი ჭიღლაძეს მოუქნია მარჯვენა ხელი ყელის არეში. გიორგიმ ხელი აუკრა და აიცილა ქალის მოქნეული ხელი. წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი. გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა. აღნიშნულზე ოთახში მყოფმა სხვა ქალებმა ატეხეს კივილი, ხოლო იმისათვის, რომ კონფლიქტი უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, გიორგიმ დატოვა ოთახი და გაეცალა სასტუმროს ნომერს.
აღსანიშნავია, რომ რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ, რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ, იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ. გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული. 2026 წლის 18 ივლისს გიორგი ჭიღლაძე მოწმის სტატუსით „აგარანის მამულიდან“ გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში. როგორც ადვოკატი ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს, ასევე გიორგი ჭიღლაძისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ადგილზე გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც ასევე დააფიქსირეს დაზიანების ფაქტი. ამასთანავე მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე 2026 წლის 19 ივლისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. გაცნობებთ, რომ გიორგი ჭიღლაძის უფლებებს ვიცავთ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი . ამჟამად ველოდებით დაკავებულისთვის ბრალის წარდგენას. საქმეზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“,-წერს ადვოკატი ლაშა კაპანაძე სოციალურ ქსელში და გიორგი ჭიღლაძისთვის მიყენებული დაზიანების ამსახველ ფოტოსურათს ავრცელებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















