დასავლეთის მიერ საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა მცდელობა იყო - სერგეი ლავროვი
საქართველო, თბილისი - 11:27 | 05.06.2026 ნანახია: 1066
დასავლეთი არასდროს მალავდა, რომ სურდა მეზობლებისთვის რუსეთთან თანამშრომლობით მიღებული სარგებლის ჩამორთმევა და მათთვის იმ „ავანტიურის“ ფასის გადახდევინება, რომელსაც, დასავლეთი წლების განმავლობაში ამზადებდა და კვლავაც ამზადებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეტას მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა "იზვესტიათან" ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინაზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროპა არ დაუჭერს მხარს კონფლიქტის არანაირ დარეგულირებას, რომელიც რაიმე ფორმით მისი კონტროლიდან გამოიყვანს „ზელენსკის ნაცისტურ რეჟიმს“, ან იმას, ვინც, შესაძლოა, ის მომავალში ჩაანაცვლოს.
"და საქართველოც - იგივე მცდელობა იყო, სრულიად აშკარა მცდელობა, საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების. იქ კონდოლიზა რაისი (იმ დროისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი) ჩავიდა, ასევე სხვა შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც.
სამხრეთ ოსეთში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გაიმართა ნატო-რუსეთის სამიტი. იქ, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ნატო-ში გაწევრიანდებოდნენ. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უკვე რუსეთი-ნატოს შეხვედრაზე იკითხა: „რატომ გააკეთეთ ეს?“ - მას ბუნდოვანი პასუხები გასცეს.
აშკარაა, რომ შემდეგ ბატონ სააკაშვილს „თავში აუვარდა“, როგორც ხალხში ამბობენ. მან ჩათვალა, რომ ყველაფერი ნებადართული ჰქონდა, რადგან ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანებულიყო. მან კი სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედება დაიწყო, მათ შორის რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ თავდასხმა და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია.
არსებობდა ევროკავშირის სპეციალური კომისია, რომელმაც დაადასტურა, რომ მან დაიწყო ეს ომი. თუმცა, იმ სხვა მხარეებისთვის, რომლებიც კვლავაც რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაციაში“ ადანაშაულებენ, ეს ფაქტები არაფერს ნიშნავს და მათი პოზიცია უცვლელი რჩება", - განაცხადა ლავროვმა..
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















