საცოდაობაა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას როგორ ექცევა, ტრაგიკული ამბავია - გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზაშვილის განცხადებაზე
საქართველო, თბილისი - 14:15 | 08.05.2026 ნანახია: 2992
პარტია "ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია, გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებას, რომ „ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია“.
„უბრალოდ, ადამიანურად საცოდაობაა, როდესაც ასეთ მდგომარეობაშია. აქედან შეიძლება ვიმსჯელოთ, ივანიშვილი, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას. ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომ აპროტესტებს, მისი დევნის შესახებ ჩანაწერი რომ მოხდა. ტრაგიკული ამბავია. ოღონდ ჩემთვის, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ტრაგიკომიკური ამბავია, რომლის დაჭერაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან, სინამდვილეში კი ინსტიტუციური კორუფციის შედეგია ღარიბაშვილის ამბავი. ერთ ღარიბაშვილზე ხომ არ არის ლაპარაკი, წლების განმავლობაში მთელი წყება გვაქვს იმისა, რომ კონსტიტუციურად უმაღლესი თანამდებობის პირების: პრემიერ-მინისტრების, სუს-ის უფროსის, ყოფილი გენპროკურორის, მინისტრების, რომლებიც ყველანი გამდიდრდნენ ოფიციალური ვერსიით თანამდებობაზე ყოფნისას, ამის იქეთ ხომ პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ახლა, მის ოჯახის წევრების უწევთ, ხსნა დაინახონ იმაში, რომ ისევ მამა-მარჩენალს უნდა გაუგორონ. ტრაგიკული ამბავია. ეს აჩვენებს, რამდენად დიდ შარში ვართ, სანამ ამ კაცს, სადაც მის გარემოში ასეთი კლიმატია, აქვს ძალაუფლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















