ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
საქართველო, თბილისი - 16:17 | 05.05.2026 ნანახია: 23
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიის სახით იხდის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
გვარამიას თქმით, ელექტროენერგიის გაძვირებით მოსახლეობას დამატებით გადახდილი თანხა სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება.
"მე არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა უკვე გაზრდილი გადასახადი, მე მომივიდა და გადავიხადე. აგერ, ორი ქვითარი - შარშანდელი ამ დროის, დაახლოებით იგივე ხარჯვით და ახალი იგივე ხარჯვით. 83 ლარი იყო შარშან და 103 ლარია ახლა. სხვაობა არის 20 ლარი. ხომ გვაინტერესებს, ეს 20 ლარი რა არის? მე მინდა, რომ ჩაგიშალოთ 20 ლარი სად მიდის სინამდვილეში და რომელ ჯიბეში, კონკრეტულად რომელ ჯიბეებშია ციფრების მიხედვით.
თქვენ იცით, რომ 1/3-ით გაძირდა დენი, სახელმწიფომ გააძვირა ოფიციალურად. აი, სხვა ფასებს რომ იკვლევს, იმ სახელმწიფომ 1/3-ით გააძვირა დენი, მაშინ, როცა საერთაშორისო ფასი დენის არ გაზრდილა.
სად წავიდა 20 ლარი? შიდა მაინინგში წავიდა 20 ლარი. ეს არის ე.წ. საწარმოები, რომელიც ორია საქართველოში მსხილი, ეს არის ქუთაისის და თბილისის საწარმოები და ორივე არის ბიძინა ივანიშვილის, მასთან დაკავშრებული საწარმოებია და ეს სწარმოები, რომ იცოდეთ, არ იხდის არცერთ გადასახადს - არ იხდის დღგ-ს, არ იხდის მოგების, ქონების გადასახადს, არ ასაქმებს, პრაქტიკულად, არავის, ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს, არ ქმნის დოვლათს, ბიძინა ივანიშვილი წერს ფულს და მერე ლექავს უწყების ანგარიშებზე. აი, ამაში ჩვენ ვიხდით, მე პირადად, თქვენ შეგიძლიათ, დათვალოთ თქვენს ნაწილში - 4 ლარი მივეცი ბიძინა ივანიშვილის გამდიდრებას.
შემდეგი - იგივენაირად ხდება დენის გადადინება აფხაზეთში. ნაცვლად 40%-ისა, რომელიც უნდა მიდიოდეს ენგურჰესიდან, მიდის 90% ენგურჰესიდან. უზარმაზარი სხვაობაა. სად მიდის ეს ფული? ეს ფული მიდის იმიტომ, რომ აფხაზებმა არ გადაიხადონ არცერთი თეთრი ელექტროენერგიაში, განსხვავებით ჩვენგან, ვინც 20 თეთრს ვიხდით. არაფერს ვერჩი აფხაზ ხალხს, მაგრამ მე ჩემი ხალხის გულისტკივილი მაქვს.
4 ლარი მიდის აქ, აი, ის სხვაობა, რომელიც ხელშეკრულების ზემოდან მიდის აფხაზეთში, ხელშეკრულების დარღვევით, არის 4 ლარი ამ 20 ლარიდან. რატომ? მარტო აფხაზს ხალხს კი არ მიეწოდება, მიეწოდებათ აფხაზ კრიმინალებს, რომლებიც ზუსტად იგივე შვებიან, ოღონდ ბიძნა ივანიშვილთან ერთად, იქაც ფულს აკეთებს ბიძინა ანუ ე.წ. მაინინგს, ანუ იმ რაღაც ბიტკოინებს, რომელიც არაფერში აისახება გარდა ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოსავლისა. ეს კიდევ ერთი 4 ლარი, ანუ 20-დან უკვე ჯამში გვაქვს 8 ლარი.
როდესაც ნარმანიამ ელექტროტარიფის გაძირება შემოიტანა, თქვა, რომ 5-დან 7 ლარამდე ინვესტიცია დასჭირდებოდა აი, ამ ჩემი 20 ლარიდან რომ ჩავთვალოთ, 5-დან 7 ლარამდე გამოდიოდა დენის რეაბილიტაციის ინვესტიცია, იმიტომ, რომ მოხმარება გაიზარდაო.
რაში გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება? ახალ საწარმოებში? რა თქმა უნდა - არა, იმიტომ, რომ არაფერი გახსნილა. აბა, რაში? მაინინგში! ან ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა. აი, ეს 5-7 ლარი, რომელიც ჩემი 20 ლარიდან გავიდა ახალი ტარიფის წარდგენის გამო, ეს 5-7 ლარიც არის ბიტკოინების ანუ ბიძინა ივანიშვილის. ესეც თქვენი ჯამში 15 ლარი ჩემი ზედმეტად დახარჯული 20 ლარიდან და თქვენი ზედმეტად დახარჯული 20 ლარიდან.
და ბოლოს, აი, ეს ყველაფერი, ეს ხარჯვა რომ მიმდინარეობს განალებული, გადამეტებული და არაფერი ჩენ იქიდან ხეირი არ გვაქვს ჩვენი ელექტროენერგიის გაძირების გარდა, ორ რამეს უზრუნველყოფს. ჯერ ერთი, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ენერგოდეფიციტი გვექმნება, ანუ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება პრობლემური ხდება და ამით ვეჯაჭვებით კიდევ უფრო მეტად რუსეთს და ეს ალბათ გვესმის, რაც არის. მაგრამ, ამის გარდა, სეზონებზე, სადაც ექსპორტიორი ვართ, ვყიდით ელექტროენერგიას, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ვკარგავთ უამრავ ფულსს. ჩემი 20 ლარიდან ეს არის 3 ლარი დანაკარგი - ესეც უკვე ჯამში 18 ლარი და ასევე სხვა სეზონზე, სადაც დანაკლისი გვაქვს, იმპორტი ზირდება ანუ რუსეთიდან და თურქეთიდან ვყიდულობთ ბევრად მეტ ელექტროენერგიას, რომელიც გვიწევს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ამ ფულს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად - ესეც კიდევ დამატებითი 2 ლარი ჩემი 20 ლარიდან. ესეც თქვენი ჯამური 20 ლარი, მეგობრებო, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















