"რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

საქართველო, თბილისი - 15:49 | 05.05.2026
ნანახია: 23

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი უძილაურია - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

 ცნობისათვის, გიორგი უძილაური ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თნამდებობას იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე