10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
საქართველო, თბილისი - 10:48 | 01.05.2026 ნანახია: 1965
„თეგეტა მოტორსსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა - „თეგეტა მოტორსის“ სერვისებისა და პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა American Express-ის (AmEx) საკრედიტო ბარათით უკვე შესაძლებელია. ამ სიახლესთან ერთად, კომპანიები ერთობლივ კამპანიასაც იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ სარგებელს სთავაზობს.
სპეციალური შეთავაზება 1-ელიდან 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ. ჯამურად, ერთი მომხმარებელი, თვის ჭრილში, მაქსიმუმ 10 000 MR ქულის დაგროვებას შეძლებს, რაც ყოველდღიური ხარჯვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „როდესაც ავტომობილის არაგეგმური შეკეთების საჭიროება დგება, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი თანხა წინასწარ არ აქვთ გადადებული. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად დაფარონ ხარჯი და თანხა მოგვიანებით, უპროცენტოდ ან გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით დააბრუნონ.
ჩვენი ხედვით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს რეალურ პრობლემას უგვარებს და აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაუყოვნებლივ მოაგვაროს. „თეგეტა“ უკვე 30 წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მსგავსი სერვისების დანერგვა ამ მიდგომის ბუნებრივი გაგრძელებაა“.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მთავარია, გადახდა „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე AmEx საკრედიტო ბარათით განხორციელდეს. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ყველა პროდუქტსა და სერვისზე ვრცელდება, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ AmEx საკრედიტო ბარათის ლიმიტი - იქნება ეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაწილების შეძენა თუ სხვა საჭიროება.
ამასთანავე, თითოეულ გადახდაზე ისინი MR ქულებს დააგროვებენ, რომელთა გამოყენებაც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ ობიექტებშია შესაძლებელი. მომხმარებლებს მათი გადაცვლა PLUS ქულებშიც შეუძლიათ. სხვადასხვა ტიპის ბარათზე ქულების დაგროვების განსხვავებული სქემა მოქმედებს: American Express Blue ბარათზე - 1 ლარი = 1 MR ქულა, American Express Green ბარათზე - 1₾=1.5 MR, American Express Gold ბარათზე - 1₾=2MR, American Express Platinum ბარათზე - 1₾=3MR. მაისის კამპანიის ფარგლებში კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მოიმატებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე პერიოდში დაგროვილი ქულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.
სოფო კალანდაძე, „საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი: „საქართველოს ბანკისთვის“ ეს კამპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, ყოველდღიური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ სარგებლად აქციონ. AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას MR ქულების დაგროვების სისტემა ისედაც მოქმედებს, თუმცა მაისში ეს სარგებელი 10-ჯერ გაიზრდება, რაც იმავე ხარჯით დამატებითი ბენეფიტის მიღებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობები არა მხოლოდ ზრდის ბარათის გამოყენების მოტივაციას, არამედ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის“.
„თეგეტა მოტორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ორივე კომპანიის მზაობას, მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტები და სერვისები, არამედ რეალური დამატებითი ღირებულება და გაუმჯობესებული გამოცდილებაც შესთავაზონ. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალშიც განხორციელდეს მსგავსი ერთობლივი კამპანიები და შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს კიდევ უფრო მოქნილად და ეფექტიანად უპასუხებს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















