უნგრეთით წახალისებული 500 დღიანი, მსუყედ დაფინანსებული აკაცუკები ოქტომბერში გადატრიალებას აპირებენ - ლალი მოროშკინა
საქართველო, თბილისი - 11:48 | 13.04.2026 ნანახია: 3658
"როდესაც დავწერე და "ჯორჯიან თაიმსის " ეთერში ვთქვი, ორბანს "წააქცევენ" თქო,
არავის არ უნდოდა დაჯერება!
მეტიც, ცდებიო!!!
ზოგადად მოვიკოჭლებთ PR-ში და ჯიუტად არ ვიმჩნევთ.
ტრამპი, გოგოების მკვლელი, ეფშტეინ გამოვლილი, ადექვატურობას ჩამოშორებული ფლიდი, წამგებიანი ფიგურაა და როდესაც ამ კონდიციაში ვიღაცას ეხმარება-ეს პროექტი უკვე განწირულია!
ცხადი იყი,რომ ვერც ოჯახურ ფასეულობებზე საუბარი, ვერც ანტი "ლგბტ" პროპაგანდა ვერ გადაფარავდა იმ კორუფციას,რაც უნგრეთში წლებია თვალსაჩინოა.
სამწუხაროდ, ხშირად გადამეტებული გალაშქრება ბრიუსელის წინააღმდეგ, იმთავითვე ხაფანგში თავის გამომწყვდევაა.
ახლა "დომინოს პრონციპით" ორბანს ევროპის სხვა კონსერვატული ფლანგიც
მიყვება.
არასოდეს არ შეიძლება მოწინააღმდეგის პოტენციალის უგულებელჰყოფა!
არასოდეს არ შეიძლება ტყუილი მოლოდინებით საზოგადოების კვება.
ახლა ისმის კითხვა,რას მოგვიტანს ეს ჩვენ?
არც არაფერს არ მოიტანს და არც არაფერს არ წაიღებს.
ჩვენ არც უნგრეთის მეზობლები ვართ და არც ევროკავშირის წევრები.
საქართველოს მართებს ნეიტრალურ მოთამაშედ პოზიციონირება.
დიახ,როგორც ტრადიციულ, ქრისტიანულ, დამოუკიდებელ ქვეყნად,მაგრამ ამავე დროს, პირველ რიგში კეთილმეზობლური დამოკიდებულებით!
მას შემდეგ,რაც უკრაინამ არაერთ ვერბალურ შეურაცხყოფასთან ერთად საქართველოს #1 მტერი მაღალ და გავლენიან თანამდებობაზე დანიშნა,(მერამდენედ)
ხოლო აშშ-მ ვიზებზე ხარკი დაგვიწესა, განა არ ღირს მათთან ურთიერთობის გადახედვა?
მას მერე,რაც რუსეთმა ფრენები აღადგინა,უფასო სწავლების უფლება მისცა ასობით ქართველს(ვისაც აინტერესებს მოიკითხოს რაოდენობა),გაუმარტივა ყოფა ქართველ ემიგრანტებს, ხელმისაწვდომი გახადა მკურნალობა, ხოლი საელჩომ დაიწყო საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები(რასაც ვერ დაიკვეხნის საქ.საელჩო რუსეთში და ნუ მოვიტყუებთ თავს,რომ არ გვყავს)
იქნებ ღირს პრიორიტეტების განსაზღვრა, თორემ უნგრეთით წახალისებული 500 დღიანი, მსუყედ დაფინანსებული აკაცუკები ოქტომბერში გადატრიალებას აპირებენ და რა ვიცი, რა ვიცი.....
აღდგომა და ხვალეო..." [სტილი დაცულია] | წერს სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















