აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი

საქართველო, თბილისი - 11:33 | 08.04.2026
ნანახია: 33

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები ღამით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ, რომ ხანგრძლივ შეთანხმებად გადაიქცეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას“, - წერს სტარმერი X-ზე.


პოლიტიკა