საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 03.04.2026
ნანახია: 104

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი.

„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული პატრიარქობის სამი კანდიდატის გამოსარჩევად, ის პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას დაეთმობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე