ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"
საქართველო, თბილისი - 17:15 | 01.04.2026 ნანახია: 1063
პარტია "ფედერალისტები" ირანის ელჩის სეიედ ალი მოჯანის კომენტარზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს
გუშინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს.
ბოლო წლებია ყველანი ვაკვირდებით ირანის პოლიტიკური გავლენის ქსელის გაძლიერებას და გააქტიურებას, რომელთა მიმდევრებიც არა მხოლოდ ღიად გამოხატავენ მტრობას შეერთებული შტატების, ისრაელის და თავისუფალი სამყაროს მიმართ, არამედ საჯაროდ აღუთქვამენ მორჩილებას ტერორისტულ ფიგურებს და განადიდებენ მათ.
ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილი არაერთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც ამ ქსელის არსებობას ადასტურებს.
ივანიშვილის რეჟიმმა, ერთი მხრივ, დაუშვა და ხელი შეუწყო უცხო ქვეყნის აგრესიული, სახიფათო იდეოლოგიის გავლენის ქსელის შექმნას საქართველოში და მეორე მხრივ, თავისი პროპაგანდითა და საჯარო პოზიციებით, ფაქტობრივად, ირანის ისლამური რეჟიმის მხარე აირჩია მიმდინარე დაპირისპირებაში, რამაც ხელი შეუწყო როგორც ამ გავლენის გაძლიერებას, ისე საქართველოს იზოლაციის გაღრმავებას თავისუფალი სამყაროსგან.
რეჟიმმა, რომლის პროპაგანდაც მუდამ მშვიდობის შენარჩუნებაზე აპელირებს, რეალურად, მტრული იდეოლოგიის უცხო ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ისეთი გავლენა მოეპოვებინა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოყვება.
საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რათა საქართველომ შეიძნოს მძლავრი მოკავშირეები, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გზას და დაიწყოს კონსტიტუციური მეთოდებით ქვეყნის შიგნით ამ ტიპის გავლენის ქსელების განეიტრალება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანმა განაცხადა: "როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















