უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი

საქართველო, თბილისი - 18:48 | 31.03.2026
ნანახია: 27

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის შესახებ დაბლოკილი გადაწყვეტილებები ლიდერების შემდეგ სამიტზე იქნება მიღებული.

ამის შესახებ მან 31 მარტს უკრაინაში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კალასს შეკითხვა დაუსვეს, ხედავს თუ არა შანსს, რომ უკრაინისთვის ორი მთავარი საკითხი, რომელიც უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო დაიბლოკა, გაზაფხულის ბოლომდე განიბლოკება.

„ამ დაბრკოლებების დასაძლევად მუშაობა გრძელდება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს კარგი ამბავი არ მაქვს... სწორედ ამიტომ ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული“, - თქვა კაია კალასმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე