მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი

საქართველო, თბილისი - 18:46 | 31.03.2026
ნანახია: 26

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ირანის ომის მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. მისივე თქმით, დაზვერვის მონაცემები ცხადყოფს, რომ აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანის სამხედროების მორალურ მდგომარეობას აზიანებს.

„მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სულ უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მათ კი ნაკლები. მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აშშ-ს ბევრად უფრო ურჩევნია შეთანხმებას მიაღწიონ.

„ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა. აშშ-ს ბევრად უფრო მეტად ურჩევნია შეთანხმების დადება, მაგრამ მანამდე მოლაპარაკებას ბომბებით ვაწარმოებთ“, – აღნიშნა აშშ-ის ომის მდივანმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს უკან დახევას.

„თუ ირანი გონივრული იქნება, ისინი შეთანხმებას დადებენ. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს, ამის შესახებ შეგიძლიათ, ხამენეის ჰკითხოთ. ირანის ახალმა რეჟიმმა ეს უკვე უნდა იცოდეს, რადგან რეჟიმი შეიცვალა, ისინი წინაზე უფრო გონივრულები უნდა იყვნენ", - განაცხადა ჰეგსეთმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე