მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე

საქართველო, თბილისი - 11:21 | 26.03.2026
ნანახია: 29

მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! - ქვას ქვაზე დავადუღებ! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

ეკა კუპატაძე დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მისი გამოკითხვა, შესაბამისად მოკლული მასწავლებლის დედა დღეს არ გამოიკითხება.

"მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, მათ ჩემი დაკითხვა არ მოისურვეს და ჩემი გამოკითხვა ცნეს უდავოდ. სულ ბოლოს მე სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც  დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის და ეს ამბავი მე გავიგე წუხელ ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე რომ მოვსულიყავი დღეს, ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა.

შევუკვეთე ხო მე სახელმწიფოს, შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნ.ი.-ს მოსმენა? ნ.ი. არის გოგონა, რომელიც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში. გოგონას, რომელსაც თურმე ჩემი შვილი სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი არ ქონია სათქმელი სასამართლოზე. ყველა ადვოკატს ჰკითეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი. ი.ნ.-ს და სხვა დანარჩენების. ქვას ქვაზე დავადუღებ", - განუცხადა ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებს.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე