მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის

საქართველო, თბილისი - 16:58 | 24.03.2026
ნანახია: 64

UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი გახდა. საერთაშორისო მასშტაბის ქართველი სპორტსმენი ავტოსფეროს ლიდერი კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩაერთვება. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „თეგეტას“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და ქართველმა ჩემპიონმა მოაწერეს ხელი. პარტნიორობა იმ პრინციპებზე დგას, რაც ორივე მხარისთვის ფუნდამენტურია - მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხი და შეუჩერებელი შრომა მიზნის მისაღწევად.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ მერაბ დვალიშვილი „თეგეტას“ დიდი ოჯახის წევრი გახდა. ჩვენთვის მერაბი იმ შეუპოვრობის სიმბოლოა, რომელზედაც ჰოლდინგი უკვე სამი ათეული წელია შენდება. ეს არის გამძლეობა, მუდმივი თვითგანვითარება და ამბიცია, იყო პირველი შენს სფეროში. მერაბ დვალიშვილი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ გამართული მუშაობითა და სწორი ღირებულებებით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.

თანამედროვე ბრენდებისთვის პარტნიორობა მხოლოდ კომერციული შეთანხმება აღარ არის, ის საერთო ღირებულებებისა და ხედვის თანხვედრაა. სწორედ ასეთ კავშირს ქმნის „თეგეტა“ ქართველ სპორტულ ვარსკვლავთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც დღეს ძლიერი პერსონალური ბრენდია. შესაბამისად, ეს მეგობრობა ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე მარკეტინგული გადაწყვეტილება.

გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ახალ ენერგიას მოიტანს როგორც ჩვენი გუნდის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის“.

მერაბ The Machine დვალიშვილი „თეგეტას“ აქტივობებში მთელი ჰოლდინგის მასშტაბით ჩაერთვება. თანამშრომლობა შეეხება როგორც საიმიჯო პროექტებს, ისე კომპანიის მიზნებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კამპანიებს. პარტნიორობის ფარგლებში „შეუჩერებელი მანქანა“ „თეგეტას“ ინოვაციურ მიდგომებსა და განვითარების დინამიკას წარმოაჩენს.

თავად ჩემპიონისთვის ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან მეგობრობა ბუნებრივი გაგრძელებაა იმ გზისა, რომელიც მან პატარა ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნებით დაიწყო. ამბობს, რომ ამ სათქმელის მიტანა განსაკუთრებით ახალ თაობამდე სურს. თანამშრომლობის ერთ-ერთი ხაზიც სწორედ ახალგაზრდების მოტივირება იქნება.

მერაბ დვალიშვილი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტასთან“ თანამშრომლობა. ორივემ პატარა საქმით და დიდი მიზნებით დავიწყეთ საქმიანობა. როდესაც ვშრომობთ, ეს ყოველთვის ფასდება, მაგრამ მთავარი გამუდმებით წინ სიარულია. ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა, რომელსაც ახლა, „თეგეტასთან“ ერთად, სხვებსაც გავუზიარებ.

ყველგან, სადაც შანსი მეძლევა, ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად და როდესაც შედეგი დადგება, ახალი ამოცანა დაისახონ.

ეს არის გზა, რომელიც ავირჩიე. შესაბამისად, არ ვაპირებ გაჩერებას, ისევე როგორც „თეგეტა“, რომელიც სულ ვითარდება. ახლა ჩვენი მეგობრობით ერთმანეთს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“.

The Machine-სა და „თეგეტას“ შორის პარტნიორობა განსაკუთრებით სიმბოლურია ახლა, როდესაც მერაბ დვალიშვილი კარიერის მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადება.

წინ პრინციპული დაპირისპირებებია: 18 აპრილს RAF-ის (Real American Freestyle) მთავარი შეხვედრის მონაწილე იქნება. პარალელურად, ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ტრილოგიისთვის ემზადება, სადაც სასწორზე საჩემპიონო ქამარი დევს. „თეგეტა“, როგორც მერაბ დვალიშვილის გულშემატკივარი და ახლა უკვე პარტნიორი, ამ გადამწყვეტ ეტაპზე სპორტსმენის გვერდით იქნება.

ყოველ მიღწევას ახალი მიზნები უნდა მოჰყვეს - ასეთია მიდგომა, რომელიც „თეგეტასა“ და მერაბ დვალიშვილს აერთიანებს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც წარმატებული სპორტსმენი ოქტაგონზე გადის და რომლითაც „თეგეტა“ ბაზარზე ოპერირებს - მუდმივი წინსვლა და მოძრაობა, რომელიც შეუჩერებელია. 

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე