მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
საქართველო, თბილისი - 15:54 | 24.03.2026 ნანახია: 1719
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ანდერძთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ყოველთვის ასეთი, რომ თუკი პატრიარქი თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერძს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძალიან ბრძენმა მწყემსმთავარმა, თავის სიცოცხლეშივე, იმისთვის, რომ შემდგომ ამას არ გამოეწვია რაიმე დაპირისპირება, უკმაყოფილება, გადაწყვიტა, რომ დაედგინა მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება ბუნებრივია, აღარ არსებობს. როცა პიროვნება თავის სიცოცხლეშივე თავის მოსაყდრეს ადგენს, იქ უკვე ანდერძის საჭიროება არ არის. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს. რაც შეეხება მოსაყდრესთან დაკავშირებით წესს, თუკი პატრიარქს სიცოცხლეში არ ჰყავს დასახელებული თავისი მოსაყდრე და არც ანდერძი არსებობს, მაშინ ქიროტონიით, ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს ხელდასმას, უპირატესი, ვინც პირველია მღვდელმთავართა შორის, წმინდა სინოდის წევრებს შორის, ვინც პირველმა მიიღო ხელდასმა, ის ჩაითვლება მოსაყდრედ. დღეს უკვე კითხვა აღარ არსებობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალიან მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, პატრიარქმა თავის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო და ამასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებს და ჩვენს საზოგადოებაში არავითარი კითხვა არ არსებობს.
მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. პატრიარქმა მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ანდერძი არ არსებობს. წმინდა სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა. სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდნენ. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















