გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
საქართველო, თბილისი - 15:30 | 22.03.2026 ნანახია: 1028
ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით ილია მეორის რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
ბართლომეოს პირველის თქმით, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, რომ მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ.
„ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი, 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა. ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები, მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიოს საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული, სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა, ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი, პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე.
გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ, იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილონნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ესეიგი, ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასიათას მოწამესთან ერთად. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხნიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე, ქრისტე აღდგა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
მისივე განცხადებით, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში.
„ღმერთმა ილია მეორე ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან, წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს თანაბრად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორ იმჟამად ქალკედონიის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი. ასევე, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა იგი. სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება. ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისო, ქრისტიანთშორისო ურთიერთობები და დიალოგები. განხეთქილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა. შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა, როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა. ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური, თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით. ზაქარია წინასწარმეტყველი, მეოთხე თავის მეექვსე მუხლი, რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბალი სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად, დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსთვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედით მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















