„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 14:34 | 11.03.2026 ნანახია: 3620
Kaizen Award-ის გამარჯვებული წელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“. კომპანიამ აღნიშნული აღიარება კაიზენის პრინციპების სისტემური დანერგვისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის მოიპოვა, რაც Toyota-ს გლობალური სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. Kaizen Award იაპონური ბრენდის ოფიციალურ სადილეროებს ყოველწლიურად გადაეცემა. შეფასება ხდება სხვადასხვა საოპერაციო და მომსახურების ინდიკატორის მიხედვით (KPI), რომლებიც ბიზნესის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს – მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პროცესების ეფექტიანობას, სერვისის სისწრაფესა და თანამშრომლების ჩართულობას.
კავკასიის რეგიონში ჯილდოსთვის კონკურენცია სამ ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მიმდინარეობს. 2025 წლის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მსგავსად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კვლავაც შეძლო უმაღლესი შეფასების მიღება და რეგიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირება.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ Kaizen Award-ის უკვე მეორედ მიღება განსაკუთრებული აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია წარმატებით ნერგავს კაიზენის ფილოსოფიას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მუდმივად ცდილობს ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას, მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიდგომით კავკასიის რეგიონში უმაღლესი შეფასება მივიღეთ, რითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენი საქმიანობა Toyota-ს გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება.
ასეთი მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. კაიზენის ფილოსოფიაც ხომ იმას გულისხმობს, რომ განვითარება არასდროს შევწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, გავზარდოთ გუნდის ჩართულობა, დავნერგოთ ახალი ინიციატივები და მუდმივად გავაუმჯობესოთ როგორც შიდა პროცესები, ისე მომხმარებლის გამოცდილება. ჩვენი მიზანია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ მიმართულებით რეგიონში ყოველთვის გამორჩეული მაგალითი იყოს“.
კაიზენი (Kaizen) იაპონური მენეჯმენტის კონცეფციაა, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებას ნიშნავს. ტერმინი ორი იაპონური სიტყვისგან შედგება: „კაი“ ნიშნავს ცვლილებას, ხოლო „ზენ“ – უკეთესობისკენ. ის შეგვიძლია პირდაპირ ვთარგმნოთ, როგორც „ცვლილება უკეთესობისკენ“, რასაც საფუძვლად უწყვეტი გაუმჯობესება უდევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით განვითარდა Toyota-ს საწარმოო სისტემაში და დღესაც კომპანიის კორპორაციული კულტურის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად რჩება. მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ მცირე, ყოველდღიური ცვლილებები პროცესების ეფექტიანობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის და კომპანია წარმატებამდე მიჰყავს.
კაიზენის პრინციპები პრაქტიკაში გულისხმობს პროცესების მუდმივ შეფასებასა და დახვეწას, რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მომსახურებას. სწორედ ამ მიდგომის წყალობით კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების დაჩქარება და მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი განვითარება.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ ფილოსოფიას ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდის ავტომობილის შეძენასა და მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს მომხმარებელს ერთ სივრცეში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სთავაზობს. პარალელურად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აგრძელებს საოპერაციო პროცესების დახვეწას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















