„თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 14:04 | 16.12.2025 ნანახია: 4112
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას განაგრძობს. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი ბრენდი ახლა უკვე ტაშკენტის მოსახლეობას მოემსახურება - უზბეკეთის დედაქალაქში ქართული კომპანიის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი საცხებ-საპოხი მასალების მსოფლიო მწარმოებელთან, Mobil-თან, პარტნიორობით აშენდა. „თეგეტა მოტორსი“ ამერიკულ ბრენდს უზბეკეთში ექსკლუზიურად წარმოადგენს. ახალი საავტომობილო ცენტრის საინვესტიციო მოცულობა 500 000 ამერიკული დოლარია.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ტაშკენტში „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ზრდასა და რეგიონში პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს. უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია და სერვისცენტრის შექმნა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს ახალ აუდიტორიას შევთავაზოთ 30-წლიანი გამოცდილება, მომსახურების მაღალი სტანდარტები და ხარისხიანი საავტომობილო პროდუქტები.
ეს ნაბიჯი „თეგეტა მოტორსს“ მობილობის რეგიონულ ლიდერად აყალიბებს და ქმნის საფუძველს მასშტაბირებადი მოდელისთვის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ფილიალის გახსნის შესაძლებლობას შექმნის. ტაშკენტის ახალი ფილიალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალი ხარისხის საავტომობილო მომსახურებაზე წვდომას - ერთ სივრცეში განთავსდება მულტიბრენდული OEM სტანდარტების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და ორიგინალი სათადარიგო ნაწილები“.

ტაშკენტში ახალი სერვისცენტრის გახსნა „თეგეტა მოტორსის“ საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სტანდარტს შესთავაზებს.
მათე ხაბურძანია, „თეგეტა მოტორსის“ უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ტაშკენტის მცხოვრებლებს „თეგეტა მოტორსის“ სტანდარტით მოვემსახუროთ. ადგილობრივ დონეზე ეს ჩვენი პირველი სერვისცენტრია, თუმცა დიდი ხანია, წარმომადგენლობა გვყავს უზბეკეთში. შესაბამისად, კარგად ვიცნობთ ბაზარს და მომხმარებლის მოთხოვნებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის სერვისს, ორიგინალ საავტომობილო ნაწილებსა და ისეთი მსოფლიო ბრენდის პროდუქციას ვთავაზობთ, როგორიც Mobil-ია.
სწორედ ამერიკულ მწარმოებელთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით გაიხსნა „თეგეტა მოტორსის“ მომსახურების ცენტრი. ვფიქრობთ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად ზრდის ნდობას და ინოვაციური ტექნოლოგიების მიწოდებას უზრუნველყოფს. „თეგეტა მოტორსი“ მზად არის, საავტომობილო სექტორში თავისი 30-წლიანი გამოცდილება და მომსახურების კულტურა საერთაშორისო არენაზე დაამკვიდროს და ავტომფლობელებს სწრაფი და გარანტირებული სერვისი შესთავაზოს“.

ტაშკენტის ფილიალის გახსნას Mobil-ისა და „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები და ბიზნესპარტნიორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სტუმრები უზბეკეთში საქართველოს საელჩოდან.
მუსტაფა დემირელი, Mobil-ის დისტრიბუციის ბიზნესმენეჯერი თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში: „ჩვენთვის „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობა განსაკუთრებით ღირებულია - მათი მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენი გლობალური ტექნოლოგია და ხარისხი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ მაღალი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალები და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალური სერვისი. ტაშკენტში „თეგეტა მოტორსის“ პირველი სერვისცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრემიუმ პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებაზე წვდომას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Mobil-ის გადაწყვეტილებები საიმედო და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ხოლო ერთ სივრცეში სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს. გვჯერა, რომ „თეგეტა მოტორსის“ ეს ინვესტიცია კიდევ ერთი საყურადღებო ეტაპია ჩვენი გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის“.
„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისა და მინი-სატვირთოების მფლობელებს მოემსახურება, ტაშკენტის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. მომხმარებელი ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს. „თეგეტა მოტორსის“ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მექანიკოსებით დაკომპლექტებულ სერვისცენტრში უზბეკეთის დედაქალაქის მცხოვრებლები ზეთის, საბურავების, ხუნდების, აკუმულატორებისა და გაგრილების სითხეების შეცვლას შეძლებენ.
სერვისცენტრის ეზოსა და შენობის საერთო ფართი 1 300 მ2-ია. ორსართულიანი ნაგებობა სერვისს, შოურუმს, საწყობსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ის თანამედროვე სტანდარტია დაცული, რომელთა გათვალისწინებითაც „თეგეტა მოტორსის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება.

სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი დანადგარებითა და სპეცინსტრუმენტებით. ადგილზე „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსები მუშაობენ, რომლებიც გადამზადების კურსებს ინტენსიურად გადიან და საერთაშორისო დონეზე საავტომობილო სექტორის ტენდენციების შესახებ მუდმივად ინფორმირებულები არიან. საავტომობილო პროდუქტებს ეთმობა შოურუმი, სადაც ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მრავალფეროვანი არჩევანია.
კეთილმოწყობილია შენობის გარე ტერიტორიაც. ეზოს ნაწილი ავტოსადგომს უკავია. პერიმეტრი ორგანიზებულია უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისთვის, რაც სერვისცენტრში ვიზიტს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
„თეგეტა მოტორსსა“ და ამერიკული ბრენდის Mobil-ის პარტნიორობით გახსნილი სერვისცენტრი მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სანდოობის ნიშნულს ზრდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელის გაფართოება „თეგეტა მოტორსის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი თანმიმდევრულად მიჰყვება. უახლოეს პერიოდში, „თეგეტა მოტორსი“ ტაშკენტისა და უზბეკეთის მოსახლეობას, სხვადასხვა მიმართულებით, მსოფლიო დონის სხვა ბრენდებსაც წარუდგენს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















