25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
საქართველო, თბილისი - 18:14 | 15.12.2025 ნანახია: 7030
ტემპერატურის კლება, მოყინული ან თოვლიანი სავალი ნაწილი და გართულებული ხილვადობა უსაფრთხოების რისკებს ზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცივ ამინდებს შესაბამისად მომზადებულები შეხვდეთ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიმოწმებიათ საბურავების, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობა, ახლა სწორედ ის დროა, როცა ავტომობილს ყველა საჭირო სერვისი უნდა ჩაუტაროთ, საჭიროების შემთხვევაში კი დეტალები სეზონურით ჩაანაცვლოთ და ზამთარი უსაფრთხოდ „გადააგოროთ“. მომხმარებელს რომ ავტომობილის მომზადება გაუმარტივოს, „თეგეტა მოტორსი“ ზამთრის საბურავების, აკუმულატორებისა და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს.
ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში“ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება, ჩვენი და გარშემომყოფთა უსაფრთხოება რომ დაცული იყოს. სწორედ ამიტომ გამუდმებით ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენს ფილიალებში ავტომობილის მფლობელები შეძლებენ, შეამოწმონ საბურავის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში არსებული დეტალები სეზონურით ჩაანაცვლონ. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ავტომობილის ის ნაწილები, რომლებიც ზამთრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფასდაკლებით შეიძინონ. როგორც იცით, „თეგეტა მოტორსი“ 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია და მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებას. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს ავტომობილის შესაბამისად მომზადებაში, რათა ზამთარი უსაფრთხოდ „გადააგორონ“.

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის
ზამთრის საბურავები
საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.
1-ელი დეკემბრიდან ძალაშია კანონი, რომელიც სეზონის შესაბამისი საბურავის გარეშე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილებას კრძალავს. ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, აპლიკაციასა და Tegeta Shop-ზე მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლებათ ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის არის BRIDGESTONE, MICHELIN, PIRELLI, CONTINENTAL; YOKOHAMA, RIKEN, PETLAS, WESTLAKE; HIFLY.

აკუმულატორის შემოწმება
ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადა 3-7 წელია, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აკუმულატორი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს „თეგეტა მოტორსში“.

ანტიფრიზის შემოწმება
ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.
ტექნიკური სერვისები
ზამთრისთვის ავტომობილის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური სერვისები მძღოლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი რომ გახდეს, „თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის განმავლობაში სპეციალური შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმებას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















