სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
საქართველო, თბილისი - 13:05 | 12.12.2025 ნანახია: 6963
ტექნოლოგია, რომელიც თოვლსა და ყინულზე აბსოლუტურ კონტროლს უზრუნველყოფს - ეს Bridgestone Blizzak-ია, ზამთრის საბურავების ხაზი, რომელიც საერთაშორისო ინსპექტირებისა და სერტიფიცირების კომპანია TÜV SÜD-მა პრემიუმ ბრენდებს შორის გამოარჩია.
გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაციამ, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში Bridgestone Blizzak 6-ს სამივე ძირითად კატეგორიაში მაქსიმალური - 100%-იანი - შეფასება მიანიჭა. ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. სწორედ დამუხრუჭების უმოკლესი მანძილით Blizzak-მა კონკურენტ პრემიუმ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ბრენდი, რომელმაც 100%-იანი შესრულება აჩვენა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც - ადგილობრივ ბაზარზე Bridgestone-ის, მათ შორის Blizzak-ის ხაზის, ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი უკვე 27 წელია, „თეგეტა მოტორსია“.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Blizzak-მა უმაღლესი შეფასება მიიღო ზამთარში გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანეს პარამეტრებში - რამდენად სწრაფად შეძლებს მძღოლი აჩქარებას თოვლსა და ყინულზე, რამდენად მოკლეა დამუხრუჭების მანძილი და რამდენად უსაფრთხოა სველ გზაზე მართვა. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.
საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის საფარს ეხება. თუ ის ხარისხიანი არ არის, მაშინ ყველა სხვა სისტემა უძლურია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტომფლობელებმა ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ერთჯერად ფასზე, არამედ გრძელვადიან უსაფრთხოებაზე - გარბენისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით, პრემიუმ საბურავი ჯამში უფრო ეკონომიური გამოდის გრძელვადიან პერსპექტივაში“.

Blizzak-ის სერია 1988 წლიდან ზამთრის საბურავების „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა. იაპონური ბრენდის ეს საბურავები სანდო მოჭიდებით, მაღალი სტაბილურობითა და უსაფრთხო მართვით გამოირჩევა. ის იდეალურად ერგება როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სრულად აღჭურვილ SUV-ებს და უზრუნველყოფს საიმედო მართვას წვიმიან თუ თოვლიან ამინდში.
გამორჩეულია Blizzak-ის საბურავების ტექნიკური მახასიათებლებიც, მათ შორის, Multicell ტექნოლოგია. ეს არის Bridgestone-ის ექსკლუზიური მიკროფოროვანი რეზინის ნაერთი, რომელსაც ყინულიანი ზედაპირიდან წყლის შეწოვა შეუძლია და სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს მდგრად მოჭიდებასა და დამუხრუჭების უმოკლეს მანძილს. საბურავის გაძლიერებული სტრუქტურა 30%-ით ზრდის ბლოკების სიმყარეს უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. 15%-ით გაზრდილი საბურავის ბლოკის კიდეები კი ყინულზე მოკლე დამუხრუჭების გარანტიას იძლევა.
ზამთრის სეზონზე Bridgestone Blizzak-ის საბურავების გამოყენება ავტომფლობელებისთვის მშვიდი, უსაფრთხო და თავდაჯერებული მგზავრობის გარანტია. Blizzak-ის საბურავების შეძენა შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე აპლიკაციისა და Tegeta Shop-ის საშუალებით.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















