CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
საქართველო, თბილისი - 16:40 | 04.12.2025 ნანახია: 6769
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მესამე წელია, იმარჯვებს კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ამჯერად კომპანიამ აღიარება მოიპოვა ნომინაციაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“. ჟიურიმ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინიციატივები გამოარჩია, რომლებიც საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით 2024-2025 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი იყო.
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ნარჩენების ეფექტიანი მართვა „თეგეტასთვის“ არ არის მხოლოდ პარალელური აქტივობა - ეს არის ჩვენი ბიზნესის ყოველდღიური, განუყოფელი ნაწილი. კომპანია უკვე წლებია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც სწორედ გარემოზე ზრუნვაა.
აღიარება, რომელიც „თეგეტამ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ“.
ინიციატივებმა, რომლებიც „თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ერთობლივად განახორციელეს, შეამცირა საავტომობილო ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, ხელი შეუწყო რესურსების გადამუშავებას და საზოგადოებას მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი CSR სტრატეგია სწორად არის გაწერილი და რეალური შედეგები აქვს, რომლებიც როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერად აქტივობებად არ დარჩეს და კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყოს.
არასოდეს გვავიწყდება „თეგეტას“ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი - ჩვენი თანამშრომლები. მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა ქმნის იმ კორპორაციულ კულტურას, რომელიც კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში უწყობს ხელს.
ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორმხრივი პროცესები - ბიზნესის მხრიდან სისტემური მიდგომა და თანამშრომელთა ჩართულობა გახდა ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას და ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა“.

ჰოლდინგთან დაკავშირებულმა კომპანიამ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9 მლნ კგ საბურავი, 1.88 მლნ კგ აკუმულატორი და 854 000 კგ ზეთი. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა „თეგეტას“ ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია.
ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს შორისაა კამპანია - „არ გადაყარო-ჩააბარე!“ - რომელმაც თბილისსა და ქუთაისში მოქალაქეებს საშუალება მისცა, გამოყენებული ნარჩენები ჩაებარებინათ, აგრეთვე, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ბაკურიანში შეგროვდა და გადამუშავდა 30 000 საბურავი.
თანამშრომელთა ჩართულობით, შიდა ეკოკულტურის განვითარების ფარგლებში კი „მწვანე გამოწვევის“ მეშვეობით 1 500 კგ ქაღალდი შეგროვდა, რითაც 170 ხე გადაურჩა მოჭრას, ხოლო ძველი ბანერები „ბრენდ ადამიანთან“ პარტნიორობით ეკომეგობრულ ჩანთებად გადაკეთდა.
„თეგეტას“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რომელიც CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჰოლდინგის ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მსგავსი ყოველწლიური აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის მდგრად, თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით.
კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ 170-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში კი გამარჯვებული პროექტი „თეგეტა მოტორსი x თეგეტა გრინ პლანეტი: ნარჩენების მართვის ინიციატივები“ გახდა. მონაწილეები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















