„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ წელიწად-ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა
საქართველო, თბილისი - 16:34 | 19.11.2025 ნანახია: 2772
„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა. კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში შემოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად მოდელად იქცა და ამჟამად მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. Geely Coolray-ს შეძენით არა მარტო საცალო მომხმარებელი, არამედ კორპორაციული სეგმენტიც დაინტერესდა - ბრენდი საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს.
გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რომ „ჯილი ცენტრი თეგეტა“ 10-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს ყიდის, მათ შორის, ჰიბრიდებს, დამუხტვად ჰიბრიდებს, ელექტრომობილებსა და ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილებს. გასულ წლებში ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც ერთი კონკრეტული მოდელის გაყიდვები ასეთ დროში 120+ ერთეულს აღწევს, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელი და დიდი წარმატებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის, საცალოსთან ერთად, კორპორაციული სეგმენტიც აქტიურობს“.

სწორედ Coolray იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომლის გაყიდვებიც „ჯილის“ ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო და „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთგვარ საიმიჯო მოდელად იქცა. მისი პოპულარობა კი მეტწილად იმან განაპირობა, რომ ავტომობილი ბიუჯეტური კლასისაა, თუმცა ავტომოყვარულებს ყველა იმ მახასიათებელს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებს უნდა ჰქონდეს.
Geely Coolray 1.5-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავიანი კომპაქტური SUV-ია, რომელიც მაღალი დონის აღჭურვილობით გამოირჩევა: უსაფრთხოების სისტემები, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ავტოპარკინგი, ავტომატური დამუხრუჭება, პანორამული ჭერი, 360-გრადუსიანი კამერები, დისტანციური დაქოქვა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ამ საფასო კატეგორიაში აქამდე ბაზარზე არ არსებობდა. გარდა ამისა, ეს მოდელი ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
Coolray საქართველოს ბაზარზე ევროპული სპეციფიკაციით შემოვიდა, 4-წლიან ოფიციალურ გარანტიასა და ავტორიზებულ სერვისთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ნდობა. ამ მოდელის პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ ფასმა და აღჭურვილობამ, არამედ გამძლეობამაც - გაყიდულ ავტომობილებზე საგარანტიო შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ავტომობილს უკვე 70 000 კმ-ზე მეტი აქვს გავლილი.
ამჟამად „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ Coolray-ს მარაგი თითქმის სრულიად ამოწურულია. თუმცა ჩინური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ამ სეგმენტში მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებას გეგმავს - ნოემბრის ბოლოს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში Coolray-ს მემკვიდრე - Geely Atlas Cool გამოჩნდება. ახალი მოდელი შოურუმში სხვადასხვა ფერითა და კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი.

Atlas Cool Coolray-ს ზომის კომპაქტური ქროსოვერია, თუმცა კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ერგონომიკით, განახლებული ინტერიერითა და დამატებითი ფუნქციებით. ახალი მოდელის ფასი მისი წინამორბედის იდენტურ საფასო კატეგორიაში დარჩება. Atlas Cool განკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის, როგორც ოჯახებისთვის, ისე კომპანიებისთვის.
Atlas Cool „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებული პირები ტესტ-დრაივის დაჯავშნას მიმდინარე თვის ბოლოდან შეძლებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















