ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 24.10.2025
ნანახია: 106

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე