სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 20:08 | 21.10.2025
ნანახია: 42

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე, ნინო ენუქიძემ მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიქაიას "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე