ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
საქართველო, თბილისი - 17:07 | 13.10.2025 ნანახია: 768
ფინანსურ მაჩვენებლებსა და კრეატიულ იდეებს შორის ბალანსი - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ელენკა კოხრეიძემ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ღონისძიება Reinvent 2025 სომხეთში Renderforest-ის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის დღის წესრიგი განსაკუთრებულად დატვირთული იყო და ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბრენდის განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ურთიერთობის (CX) გაუმჯობესება, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობისთვის.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ბიზნესსფეროში ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპანიებს უწევთ არჩევანის გაკეთება ROI-ს (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი) მკაცრ შედეგებსა და კრეატიულ მიდგომებს შორის. მარკეტინგი, რომელსაც ROI ვერ მოაქვს, ფუჭია და, ამავდროულად, უხილავია კრეატიულობის გარეშე. რეალურად, ROI და კრეატიულობა უნდა მოვიაზროთ არა როგორც ერთმანეთის კონკურენტები, არამედ როგორც პარტნიორები, რადგან სინამდვილეში მათი სინერგია ქმნის გრძელვადიან წარმატებას. ROI გვიჩვენებს ბიზნესის წინსვლას, კრეატიულობა კი აყალიბებს ბრენდის ძლიერ და ხანგრძლივ იდენტობას მომხმარებელთა ცნობიერებაში“.
საერთაშორისო ფორუმმა წელს უკვე მესამედ უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 2 000-ზე მეტ სპეციალისტს. ღონისძიება იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მეწარმეები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ ბიზნესის განვითარების მომავალზე, ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „Reinvent 2025-მა მომცა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გამეზიარებინა ფართო, საერთაშორისო აუდიტორიისთვის, არამედ მომესმინა სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერის ხედვები, გამოწვევები და წარმატების ისტორიები.
ღონისძიებაში მონაწილეობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები, სადაც იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განხილვა პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას კომპანიებისთვის განვითარებისა და ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებისთვის“.
„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაცია მარკეტინგში არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენცია, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რისთვისაც მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















