Zeekr 9X – "ზიკერ ცენტრი თეგეტა" ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს
საქართველო, თბილისი - 11:42 | 08.10.2025 ნანახია: 2899
უსაფრთხოება, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში - ეს Zeekr 9X-ია, ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid მოდელი. სრული ზომის SUV-ს საქართველოში სულ მალე "ზიკერ ცენტრი თეგეტა" წარადგენს.
2.0 ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს. ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 380 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გიორგი შაქარაშვილი, "ზიკერ ცენტრი თეგეტას" კომერციული დირექტორი: "Zeekr 9X ჰიბრიდულ ტექნოლოგიას კომფორტთან, უსაფრთხოებასა და მიმზიდველ დიზაინთან აერთიანებს. ახალი მოდელი არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის.
სრული ზომის SUV საქართველოში ძალიან პოპულარული სეგმენტია. ამიტომ, ვფიქრობთ, Zeekr-ის ახალი მოდელი ქართული ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და მომხმარებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. წლის ბოლოს ახალი მოდელის საქართველოში წარდგენა კი ბრენდის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარებს".
ახალ Zeekr 9X 900-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემით არის წარმოდგენილი და მისი ბატარეა 20-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 9 წუთში იმუხტება, რაც კომფორტულ და უწყვეტ მგზავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ინტერიერიცა და ექსტერიერიც.
"მოდელის ვიზუალური მიმზიდველობა მართლაც თვალსაჩინოა - დახვეწილი ექსტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ინტერიერი კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სხვა არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, 9X-ის 47-დიუმიანი Head-Up Display მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.
გამორჩეულია ამ მოდელის უსაფრთხოების სისტემაც - გვერდითი შეჯახების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად გადაიხრება საპირისპირო მხარეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმის ზიანს ავტომობილსა და მგზავრებზე", - აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

ახალი მოდელის მიმართ ინტერესი დიდია - მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა, ბრენდმა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით ერთ საათში 45 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.
"ზიკერ ცენტრი თეგეტაში" წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. პირველი საჩვენებელი მოდელები შოურუმში წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მსურველები ტესტ-დრაივის დაჯავშნასაც შეძლებენ.
პრემიუმ კლასის ავტომობილი სამი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს პერსონალური კონფიგურაციის შექმნას – ფუნქციების შედგენას სურვილის მიხედვით. პრემიუმ კლასის ავტომობილის ღირებულება 85 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტიდან დაიწყება ლარში.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ზიკერ ცენტრი თეგეტა" ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















