Back to Tegeta - „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის ტექნიკური შემოწმების ახალ კულტურას ამკვიდრებს
საქართველო, თბილისი - 12:07 | 06.10.2025 ნანახია: 616
შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც გზებზე მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება - სკოლა, სამსახური, ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში ხშირი გადაადგილება, რა დროსაც ავტომობილის საიმედოობა და გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსი“ ზუსტად ამ საჭიროებას პასუხობს ახალი ინიციატივით - Back to Tegeta, რომელიც მიზნად ისახავს მძღოლების ცნობიერების ამაღლებასა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის ახალ სტანდარტად ჩამოყალიბებას.
„თეგეტა მოტორსის“ საინფორმაციო აქტივობა მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება - ავტომობილის შემოწმება უნდა განიხილებოდეს როგორც აუცილებელი პროცედურა არა მხოლოდ გრძელ გზაზე წასვლამდე, არამედ დაბრუნების შემდეგაც, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და გამართულობა ყოველდღიური გადაადგილებისას.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „Back to Tegeta-ს ინიციატივა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის გაძლიერებას. დროული პრევენცია არა მხოლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აუმჯობესებს მანქანის რესურსს, არამედ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკებს და ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს ყველასთვის.
მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ავტომობილი რთულ პირობებში გადაადგილდება - ცხელ ამინდში, მტვრიან გზებზე ან რთულ რელიეფზე, იზრდება კონკრეტული ნაწილების დაზიანებისა და ცვეთის რისკი. სწორედ ამიტომ Back to Tegeta ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ ქალაქიდან გასვლამდე შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილი, არამედ დაბრუნების შემდეგაც დავრწმუნდეთ, რომ საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, განათება და სხვა დეტალები გამართულია, რათა ზაფხულის მოგზაურობის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს მომზადებულები შევხვდეთ“.
ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა საგანმანათლებლო და საინფორმაციო მესიჯების დახმარებით, შემდგომ კი მისი გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.
აქტივობის მთავარი ვიზუალური ელემენტი სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლია, რომელიც ზაფხულის უღრუბლო პერიოდსა და ქალაქის დატვირთულ ცხოვრებას შორის ავლებს პარალელს და კიდევ ერთხელ გამოყოფს მთავარ გზავნილს - ავტომობილის შემოწმება არ არის მხოლოდ რეკომენდაცია, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილია.
Back to Tegeta „თეგეტა მოტორსის“ ხედვის ნათელი გამოვლინებაა - კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ის აყალიბებს სისტემურ მიდგომებს, რომლებიც საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პრევენციის, ისე გრძელვადიანი სერვისის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც „თეგეტა მოტორსი“ კიდევ ერთხელ იმყარებს ლიდერის პოზიციას ქართულ საავტომობილო ბაზარზე.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















