არჩევნებზე ვინც უარს ამბობს, არის ექსტრემისტი და რადიკალი - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:56 | 22.09.2025 ნანახია: 7101
დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არჩევნებზე ვინც უარს ამბობს, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ქალბატონი სალომეს პრობლემაა, როგორც ჩანს, რომ ვერ გარკვეულა, რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც. ამათ სიტყვებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, სად დგას საქართველო. რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















