მარნეულში კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 18:55 | 22.09.2025
ნანახია: 3751

მარნეულში კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ადგილობრივი გამოცემა Aktual ge-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე