World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
საქართველო, თბილისი - 17:35 | 08.09.2025 ნანახია: 733
A day to convey EV positivity - ამ გზავნილის გარშემო, 9 სექტემბერს, მსოფლიო უკვე მეექვსედ ერთიანდება. გლობალური ინიციატივის მიზანი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ელექტრომობილების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. საერთაშორისო ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც გარემოზე ზრუნვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად მიმართულებად აქცია. კომპანია წელსაც არაერთ აქტივობას გეგმავს.

9 სექტემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებსა და აკუმულატორებზე განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლებს Bridgestone-ის „ტურანზა 6-ზე“ 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. რაც შეეხება აკუმულატორებს, Macpower-ის, Varta-ს, Energizer-ის, Exide-ის, Monbat-ისა და FIAMM-ის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, World EV Day -სთან დაკავშირებით, ელექტრომობილებზე სავალი ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ შემოწმდება, ხოლო თანმდევი სერვისის საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.

თათია ხორბალაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. CSR სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემისიების შემცირება, რაც პირდაპირ უკავშირდება ელექტროტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა — ერთი მხრივ, ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებასთან, Tegeta Cars-სთან ერთად წლებია ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში, ვზრუნავთ დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ცხადია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ყველა გლობალურ ინიციატივაში, ვცდილობთ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მუდმივად გავაუმჯობესოთ ელექტრომობილების ფლობის გამოცდილება. ამ დღეს, ელექტრომობილების ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. გვიხარია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანს ელექტრომობილებზე აკეთებენ“.
World EV Day-სთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ საკუთარ მომხმარებელს ფოტოკონკურსიც შესთავაზა. აქტივობაში ჩართვა Tegeta Community-ს ფეისბუქ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. კონკურსის ფარგლებში, მათ თავიანთი ელექტრომობილების ფოტოები ჯგუფში უნდა განათავსონ. გამარჯვებული VOLVO-ს სრულად ელექტრო ავტომობილის, EX30-ის ორდღიან ტესტდრაივს მიიღებს საჩუქრად.
გლობალური მასშტაბით, ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებითა და წარმოების ხარჯების შემცირებით. მსხვილი ავტომწარმოებლები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით ამოიღონ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები.
International Energy Agency-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 245 მილიონს მიაღწევს. 2035 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 525 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ გზებზე მოძრავი ყოველი ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















