კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 14.08.2025
ნანახია: 41

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ათიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე