„თეგეტა ბლოგი“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი ციფრული პლატფორმა
საქართველო, თბილისი - 10:38 | 14.08.2025 ნანახია: 1120
თანამედროვე ბიზნესისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება. ლიდერი კომპანიები ქმნიან სივრცეებს, სადაც ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთად ვლინდება. სწორედ ამ ხედვის საფუძველზე შექმნა „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თეგეტა ბლოგი“ – უნიკალური ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია ავტოინდუსტრიასა და უსაფრთხო გადაადგილების თემებზე. ეს პლატფორმა არის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის მომხმარებელთან ღია, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.
„თეგეტა ბლოგი“ აერთიანებს მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს, რომელიც სრულყოფილად პასუხობს დღევანდელი მკითხველის სხვადასხვა საჭიროებას. პლატფორმაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი შინაარსი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ რჩევებს მძღოლებისთვის, ისე მარტივად გასაგებ ინსტრუქციებს ავტომობილის მოვლისა და საგანგებო სიტუაციებში დროული რეაგირების შესახებ. ასევე, მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ და ბიზნესსიახლეებს, რომლებიც ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ბლოგის“ შექმნის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის ნათლად, მარტივად და უშუალოდ მიწოდება, ნაკლებად ფორმალური გზით. აქ თავმოყრილია ჰოლდინგის სიახლეები, პრაქტიკული რჩევები და გზამკვლევები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას ამარტივებს. „თეგეტას“ გუნდის მისიაა არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირება —იმის ჩვენება, რატომ და როგორ უნდა ჩატარდეს ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკური მომსახურება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ იგნორირებას.
დღეს, როცა ცხოვრების სწრაფი ტემპი ადამიანებს დროის დეფიციტს უქმნის და ბაზარზე მსხვილი კომპანიები ხშირად მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებით შემოიფარგლებიან, ჩვენ ვქმნით ერთიან სივრცეს, სადაც მომხმარებლები საჭირო რჩევებს მარტივად იღებენ. ასევე, ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერვისები თუ პროდუქტები მათ ყოველდღიურობას უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდიდეს, ხოლო ავტომობილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყოველდღიური გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, არასოდეს გახდეს შეფერხების მიზეზი“.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება მომხმარებელთა ინფორმირებულობასა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას. „თეგეტა ბლოგი“ ამ ინიციატივებს ციფრულ ფორმატში უყრის თავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობიდან სწრაფად და მარტივად გაეცნოს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული გზასთან და ავტომობილით გადაადგილებასთან, ამიტომ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე. „თეგეტა ბლოგი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ეს პლატფორმა არა მხოლოდ ტექნიკურ რჩევებსა და ყოველდღიურ რუტინულ საკითხებზე მორგებულ რეკომენდაციებს გვაწვდის, არამედ რეალურ ნაბიჯებს დგამს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ტექნიკურად გამართული ავტომობილი უსაფრთხო გზის მთავარი წინაპირობაა. ბლოგის საშუალებით ვცდილობთ, გავაზიაროთ საჭირო გამოცდილება, გავაძლიეროთ პასუხისმგებლობის განცდა და ხელი შევუწყოთ გადაადგილების ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულია რეალური ისტორიებიც „თეგეტელებისგან“ — ადამიანებისგან, რომლებიც კომპანიის წარმატების საფუძველს ქმნიან. ბლოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეთმობა იმ პროექტებს, რომლებიც ჰოლდინგის სოციალურ პასუხისმგებლობასა და კორპორაციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „თეგეტა ბლოგის“ ვლოგების კატეგორია ვებგვერდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საზოგადოებასთან უშუალო და პრაქტიკულ კავშირს ამყარებს. ვიდეოსერიებში „თეგეტას“ გუნდის წევრები მარტივად და გასაგებად ხსნიან ყოველდღიურ ტექნიკურ საკითხებს, როგორებიცაა საბურავის შეცვლა ან ავტომობილის სეზონური მოვლა. გარდა ცოდნის გაზიარებისა, ეს ფორმატი აძლიერებს სანდოობას და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასაც.
„თეგეტა ბლოგი“ განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ რჩევებს, ინტერესდება ავტოინდუსტრიით, ტექნოლოგიური სიახლეებით ან სურს, მეტი გაიგოს კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებების შესახებ. მისი შინაარსი მარტივი და გამართულია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად იპოვოს და პრაქტიკაში გამოიყენოს — მაგალითად, როგორ შეცვალოს ზეთი გზაში ან როგორ მოაგვაროს გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა საკუთარი ძალებით.

ვებგვერდის ინტუიციური ინტერფეისი მომხმარებელთა მარტივ და სწრაფ ნავიგაციას უზრუნველყოფს, რაც პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა „თეგეტა ბლოგი“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციული ვებგვერდი — ეს არის ღირებული და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, იქცეს სანდო წყაროდ საზოგადოებისთვის, ავტოინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. სტატიებთან ერთად, ბლოგი მოიცავს ვიდეოებსა და ვიზუალურ ინსტრუქციებს, ყოველივე ეს კი მას მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ რესურსად აქცევს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















