ზაფხული შენს გზაზე - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ სეზონური ფოტოგადაღება
საქართველო, თბილისი - 14:21 | 07.08.2025 ნანახია: 1093
ზაფხული - წლის ყველაზე ფერადი სეზონი თავგადასავლებთან, მოულოდნელობებთან და სიყვარულთან ასოცირდება. სწორედ ამ ემოციების ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოპროექტის მიზანიც. რიგით მეორე ფოტოგადაღებამ ამჯერად ბრენდის ვინტაჟური ავტომობილი მხატვრულ, კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა. ფოტოები ფირითაა გადაღებული, რაც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს ნამუშევრებს. ფირის ფოტოგრაფიის გარდა შეიქმნა AI ვიზუალებიც.

საიმიჯო ფოტოსესიის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა საგაზაფხულო ფოტოგადაღებით დაიწყო, ახლა კი ის საზაფხულო ფოტოპროექტით გაგრძელდა. ამჯერად „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ზაფხული ბრენდის მიერ 1993 წელს გამოშვებულ Mazda MX-5 Miata -ს ასახავს. რომანტიკული, საზაფხულო ფოტოსესიისთვის ვინტაჟური კაბრიოლეტი სპეციალურად შეირჩა. საზაფხულო ფოტოსესია ქალაქგარეთ დაიგეგმა.

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ისევე, როგორც საგაზაფხულო ფოტოსესიის შემთხვევაში, ამჯერადაც გვინდოდა, გვეჩვენებინა ავტომობილის, ბუნებისა და ადამიანების ერთობლიობა. გადმოგვეცა ზაფხულის ფერები და ხასიათი. ამ სეზონის სიმსუბუქიდან და სილაღიდან გამომდინარე, არჩევანი სასიყვარულო თემატიკაზე შევაჩერეთ. ფოტოსესიის მთავარი გზავნილია - ზაფხული შენს გზაზე. ნამუშევრები ასახავს რომანტიკულ ურთიერთობას, სპონტანურ გასეირნებასა და თავგადასავალს, რომელიც თბილ დღეებს თან ახლავს. სიმწვანე, ლურჯი ცა, სითბო, ფირის ფოტოგრაფიის სიღრმე და უნიკალური ტექსტურა ცოცხალსა და ბუნებრივს ხდის ნამუშევრებს“.

ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ზაფხული მისთვის დასვენებასთან, თავგადასავლებთან, თბილ ფერებთან, სიმწვანესა და თავისუფლებასთან ასოცირდება. სწორედ ბუნებასთან მჭიდრო კავშირისა და სიმარტივის გადმოცემა დაისახა მიზნად ფოტოხელოვანმა. „ლოკაციებისა და ამინდის ცვლილებამ ბუნებრივი განათების პირობები რამდენჯერმე სრულიად შეცვალა. ჩვენ მივყვებოდით პროცესს და ვერგებოდით რეალობას, რომელსაც ბუნება გვთავაზობდა“ - ასე აღწერს მარიამ სიჭინავა გადაღების პროცესს.

მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: „ვფიქრობ, გარკვეულწილად მოვახერხე ზაფხულის განწყობის ფოტოებში ასახვა - როგორც განათებითა და ფერებით, ისე იმ დინამიკით, რაც გმირებსა და გარემოს შორის შეიქმნა. ფოტოები ჰყვება ამბავს ორ ადამიანზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყველაფრისთვის თავი დაენებებინათ და, უბრალოდ, წასულიყვნენ გზის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის საძიებლად. ესაა ამბავი გზაზე, სადაც მთავარია არა დანიშნულება, არამედ პროცესი.

ეს უკვე მეორე სეზონური ფოტოსესიაა, რომელიც „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის” გადავიღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დამკვეთი მაქსიმალურად გაკავშირებს პროცესთან და გენდობა, როგორც შემოქმედს. ეს თავისუფლება და მხარდაჭერა მეხმარება, რომ იდეები ბოლომდე და გულწრფელად გამოვხატო. ზაფხულის ფოტოსესიის დროს, ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა სეზონის ის მუხტი, რომელიც თავისუფლებასთან, მოძრაობასთან და ადამიანურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული. მინდოდა, ფოტოები ყოფილიყო თბილი, მზიანი და ცოტა მელანქოლიური. მსურდა, ამესახა გულწრფელი ემოციები. ამის შთაგონებად იქცა, პირველ რიგში, თავად Mazda MX-5 Miata - ავტომობილი, რომელიც ჩემთვის ზაფხულს, მოძრაობასა და თავგადასავლებს უკავშირდება“.

ფოტოპროექტის ნაწილია მარიამ სიჭინავას მიერ შექმნილი AI ვიზუალებიც. ის ამ მიმართულებით უკვე ორი წელზე მეტია მუშაობს, თუმცა საავტომობილო ბრენდთან თანამშრომლობით AI ინტეგრირება პირველი ექსპერიმენტი იყო. ტექნოლოგიამ პროექტს განსხვავებული სცენები და გარემო შემატა. რეალური ფოტოები და ხელოვნური ინტერპრეტაცია პროექტში ერთმანეთს ავსებს და შთამბეჭდავ ვიზუალურ სამყაროს ქმნის.

„მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა არც აქ სრულდება. ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღება ყველა სეზონზე დაიგეგმება. კომპანია „ზაფხულის“ შემდეგ „მაზდას“ „შემოდგომას“ წარმოადგენს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















