ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
საქართველო, თბილისი - 17:36 | 28.07.2025 ნანახია: 789
მინიმალისტური და დახვეწილი არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული Lamborghini-ს შოურუმი „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი თვალსაჩინო პროექტია. შენობა აღმაშენებლის №129-ში, კომპანიის სათავო ოფისის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც უკვე დიდი ხანია, საავტომობილო ჰაბად იქცა.
პროექტზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო და ყველა ეტაპი სინქრონულად მიმდინარეობდა. არქიტექტურული დაგეგმვა, ინჟინრული გათვლები, ტექნიკური პროექტირება და მაღალი ხარისხის ევროპული მასალების იმპორტიც კი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Lamborghini-ს შოურუმის მშენებლობა არ იყო უბრალოდ მაღალი დონის პროექტი, ეს იყო შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა მსოფლიო ბრენდის ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების გათვალისწინებით შეგვექმნა. შედეგად, დღეს გვაქვს სივრცე, რომელიც ინოვაციას, ხარისხსა და მომხმარებლისათვის სრულიად ახალ გამოცდილებას აერთიანებს.
გვეამაყება, რომ Automobili Lamborghini-სთან პარტნიორობით არა მხოლოდ „თეგეტა“, არამედ საქართველო Lamborghini-ს გლობალურ ქსელს შეუერთდა. ახლა უკვე ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომია ის სტანდარტები და სერვისები, რომლებსაც იტალიური მწარმოებელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სთავაზობს. ვფიქრობთ, როგორც ჰოლდინგისთვის, ისე საქართველოსთვის საერთაშორისო საავტომობილო რუკაზე სათანადო პოზიციონირებისათვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“.
მშენებლობის პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ წარმართავდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში როგორც დიზაინი, ისე სამშენებლო მასალები და მიდგომები ჰოლდინგთან და Automobili Lamborghini-სთან ზუსტდებოდა. მთავარი გამოწვევა სწორედ მკაცრად გაწერილი მოთხოვნები და შეზღუდული დროის ფაქტორი იყო.
ირაკლი ცაგარეიშვილი, კომპანია „გრავიტას“ დირექტორი: „რეკორდულ ვადაში უნდა მოგვესწრო ყველაფერი. დამკვეთისათვის მისაღები მხოლოდ უმაღლესი სტანდარტი იყო, რაც ორმაგ ძალისხმევას მოითხოვდა.
შენობის კარკასი Acero-ს ბრენდის ლითონკონსტრუქციაა, რომელიც სპეციალურად Lamborghini-ს შოურუმისთვის დუბაიდან ჩამოვიტანეთ. პროექტირების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი გუნდის წევრები, ისე დუბაის ოფისის კონსტრუქტორები , რომლებმაც წინასწარი შესწავლის საფუძველზე გამოთვალეს მასალის მდგრადობა თბილისის კლიმატური პირობების გათვალისწინებით. რაც შეეხება სხვა სამშენებლო მასალებს, უმეტესად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული, რადგან ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი ხარისხის მასალების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მონტაჟის შემდეგ ლითონკონსტრუქცია ხანძარმედეგი და ენერგოეფექტური სენდვიჩპანელებით შეიფუთა. ასევე ფასადზე გამოყენებულია Montana-ს (შვეიცარია) ტრაპეზოიდული პანელები, რომლებიც არა მხოლოდ მდგრადობას, არამედ თანამედროვე ესთეტიკას ქმნის. საფასადე ნაწილში გამოვიყენეთ Hueck -ის (Germany) ბრენდის ალუმინის ვიტრაჟები და Keller-ის (Luxembourg) სლაიდსისტემა და Saint Gobain-ის (France) დაბალემისიური მინები, რაც ენერგოეფექტიანობისთვის დამატებითი კომპონენტია.
Lamborghini-ს შოურუმი ნამდვილად გამორჩეული პროექტი იყო „გრავიტასთვის“. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ სამუშაოები დათქმულ დროს და მაღალი სტანდარტით შესრულებულიყო“.
Lamborghini-ს ცენტრის საერთო ფართი 1,200 მ²-ია. აქედან 320 მ² საექსპოზიციო დარბაზს ეთმობა. შოურუმში მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ტექნიკური ინვენტარი და ავეჯია განთავსებული.
რვა სამუშაო სივრცისაგან შედგება სერვისის ზონა, სადაც სპეციალურად გადამზადებული მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით მუშაობენ. ცენტრის ეს ნაწილი აღჭურვილია უახლესი თაობის ტექნოლოგიით: ინტეგრირებულია Hunter-ის პრემიუმ კლასის სადიაგნოსტიკო და გასწორების სისტემა, Hermann-ის ამწეები უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ სამუშაო გარემოს Work Bay ზონაში. Hormann-ის პანორამული კარები კი დამატებით გამჭვირვალობასა და ენერგოეფექტიანობას უზრუნველყოფს.
სერვისში სპეციალური ქვაა დაგებული, რომელიც სიმძიმესა და მაღალ დატვირთვას უძლებს. ხარისხის მკაცრი კონტროლი და შემჭიდროებული ვადები, ეფექტიან მართვასა და პრაქტიკულად 24-საათიან ჩართულობას მოითხოვდა.
ნინო იმნაძე, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი: „თეგეტას“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში თანმიმდევრულად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც თანამედროვე საავტომობილო ჰაბის შექმნა განაპირობა; სივრცე, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ფუნქციურ ეფექტიანობასა და პრემიუმ ბრენდებისათვის შესაბამის არქიტექტურულ გარემოს.
ამ პროცესს ახალი მასშტაბი მიანიჭა Lamborghini-ს ცენტრის ინტეგრირებამ — არქიტექტურულად დახვეწილმა, ბრენდის ფილოსოფიაზე მორგებულმა სივრცემ, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციული სერვისის საზღვრებს და ქმნის პრემიუმ მომხმარებლისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას.
თავიდანვე ცხადი იყო ჩვენთვის, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ თანამედროვე შენობა, არამედ უნდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც მსოფლიო ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავდა. შედეგად, მივიღეთ გამორჩეული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც ბრენდის იდენტობასთან თანმხვედრ დიზაინს, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებსა და მაღალი შესრულების კულტურას აერთიანებს“.
Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად მიმდინარე წლის 18 ივნისს გაიხსნა. მსოფლიო ბრენდს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ცენტრი ქართველ მომხმარებელს სუპერქარების ფართო სამოდელო რიგსა და სრულ სერვისს სთავაზობს. ამასთანავე, პრემიუმ ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, კონფიგურატორის დახმარებით თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ. ასევე ისარგებლონ ტესტდრაივით და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ როუდშოუებში საინტერესო გამოცდილება მიიღონ.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება