ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარ ჯორჯია“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის
საქართველო, თბილისი - 19:07 | 17.07.2025 ნანახია: 1259
ავტოგაქირავების კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობას აფართოებს. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარი“ ავტოპარკის სრულ მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას და ენერგეტიკის სფეროში უმსხვილეს ინვესტორს 75 ავტომობილს გადასცემს. Toyota Hilux-ის მოდელებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად მიიღებს. პირველ ეტაპზე 11 ავტომობილის მიწოდებაა გათვალისწინებული. დამკვეთი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რასაც „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“ კორპორაციულ მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში სთავაზობს.

ნინო პატარაია, „ევროპქარ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორი: „ევროპქარ ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. 5-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, 75 მანქანით დაკომპლექტებული ავტოპარკი სრულად ვმართოთ - ყოველ სამ თვეში შევამოწმოთ ავტომობილების მდგომარეობა, გავუწიოთ სათანადო სერვისი და ყველა საჭირო დეტალზე ვიზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგი შესაძლებლობას ქმნის, კომპანიამ უფრო ეფექტიანად მართოს როგორც შრომითი რესურსები, ისე საოპერაციო ხარჯები და საქმიანობა უწყვეტად, შეუფერხებლად წარმართოს. მთელ ამ პროცესში, ცხადია, ზურგს გვიმაგრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მრავალმხრივი პორტფელი, 30-წლიანი გამოცდილება სერვისში და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვფიქრობთ, საოპერაციო ლიზინგი სტრატეგიულად მოგებიანი გადაწყვეტაა კომპანიებისათვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის საავტომობილო ინდუსტრია.
დარწმუნებულები ვართ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპი წარმატებული და ეფექტიანი იქნება“.
„სოკარ ჯორჯია გაზს“ „ევროპქარ ჯორჯია“ ავტომობილებს ეტაპობრივად გადასცემს. პროცესი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.

მარიკა ჯაფარიძე, „სოკარის“ მთავარი იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარ ჯორჯიას“ შერჩევა შესაბამისად გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა. „ევროპქარ ჯორჯიას” მიერ შემოთავაზებული პირობები სრულად მისაღები აღმოჩნდა „სოკარ ჯორჯია გაზი“-სთვის, რომელიც გათვლილია დამკვეთის სრულ კომფორტზე. „ევროპქარ ჯორჯიას“ გუნდი ისეთ დეტალებზეა ორიენტირებული, რაც ჩვენს თანამშრომლობას გვჯერა, რომ ნაყოფიერს გახდის”.
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, ავტომობილის ფლობისაგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი ხარჯებისაგან დაცვის გარანტიას ქმნის. აღარ არის აუცილებელი ერთჯერადი მსხვილი ინვესტიცია, ტექნიკური პერსონალის დაქირავება მუდმივი ზედამხედველობისთვის და სარემონტო სერვისი. საოპერაციო ლიზინგი ამ პროცესს სრულად ანაცვლებს და ბიზნესს სთავაზობს:
- სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისს
- დაზღვევას ყველა შესაძლო რისკისგან
- GPS მონიტორინგსა და დეტალურ რეპორტინგს
- სეზონური საბურავების შეცვლასა და შენახვას
- პარკირების გადასახადის დაფარვას
- პერსონალური მენეჯერის მომსახურებას
- 24/7 საგზაო დახმარებასა და ევაკუატორის მომსახურებას
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებას
„ევროპქარ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ საოპერაციო ლიზინგზე ბოლო წლებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც მონაცემებიც ადასტურებს - ამ მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში „ევროპქარ ჯორჯიას“ ყოველწლიურად 30%-იანი ზრდა აქვს. ამჟამად კომპანიას 500-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იჯარით გაცემული და არაერთ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობს.
„ევროპქარი“ უკვე სომხეთის ბაზარზეა, ასევე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთში და რეგიონის ქვეყნებს ავტომობილების გაქირავებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს.
--
ფრანგული კომპანია Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც გასულ წერს ესპანური ბრენდი Goldcar-იც დაიმატა. კომპანია ორივე საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















