ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 16:26 | 06.06.2025 ნანახია: 1778
ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიცოინერ პოლიტიკოსს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ასამართლებენ.
ჯაფარიძემ თქვა, რომ "პარლამენტის უკანონო კომისიას არ აღიარებს".
"ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე. ეს კომისია ვითომდა 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებისთვის შეიქმნა. არანაირი თანამდებობა მე არ მქონია ამ პერიოდში. კომისიის 50% მინიმუმ უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვააა. ეს არის ყალბი კომისია. ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. ცხადია, რომ ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული, ჩემი დაბარება მოხდა ჩემი დისკრედიტაციის. არანაირი კავშირი ამ სისხლის სამართლის საქმეს კანონთან და სამართალთან არ აქვს. გარდა ამისა, ის მოსაწვევი, თუ რა დავარქვა არ ვიცი, არ მიმიღია. არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია. ეს კომისია არის უკანონო და მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო. მაგრამ მე ეს არ მიმიღია და მე მას არ გავცნობივარ", - თქვა სასამართლოზე ბადი ჯაფარიძემ.
დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი- პარლამენტის თანამშრომელი და საქმის გამომძიებელი. სწორედ ეს მოწმეები დაიკითხნენ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესზეც.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ "პრიველებთან" განაცხადა, დღევანდელმა სხდომით კიდევ უფრო დადასტურდა, რომ საქმე "მართლა შეთითხნილია".
ეს იყო პირდაპირ დადასტურება, რომ ეს არის მართლა შეთითხნილი საქმე, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას. იმდენი კანონია ფეხქვეშ გათელილი. სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდა პროკურორების მიმართ გამიჩნდა, რადგან ისინი ვალდებულები გახადეს შეასრულონ ის, რაც არის უკანონო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ჩემი საგამოძიებო კომისიაზე დაბარების", - განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















