მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
საქართველო, თბილისი - 15:08 | 28.04.2025 ნანახია: 1411
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება. მან გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიული იყო, რაც გაუკვირდა, რადგან პოლიციელები, განსაკუთრებით აჭარაში, ქალებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ არიან მიჩვეულები.
"ვარ ერთ მეტრში, ან ორ მეტრში მაქსიმუმ, ძაან ახლოს ვართ იმიტომ, რომ უკვე მივუახლოვდი ქალბატონ მზიას და დგებუაძეს საუბარს, საუბარიც მესმის და ჩვეულებრივად აღვიქვამ ყველაფერს. აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეულები პოლიციელები ქალებისგან, თან მითუმეტეს აჭარაში, ქალებისგან ასეთ აგრესიას, დამოკიდებულებას...
საუბარი რაც არის, კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი, მერე დგებუაძე ბრუნდება, ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება. ეგ იყო და ეგ. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ და მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე ასევე აღნიშნა: „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“." - განაცხადა ბესელიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















