„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 18:49 | 14.04.2025 ნანახია: 1326
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, იმატებს გზებზე მობილობა და ავტომობილით გადაადგილებაც მეტად რთულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადის ამ დროს, ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. სწორედ ამიტომ, სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, „თეგეტა მოტორსი“ გირჩევთ, სათანადოდ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი და შეამოწმოთ ყველა დეტალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, შემდეგი შეთავაზებები მოქმედებს:
- 20%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე
საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავის, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

- 20%-იანი ქეშბექი VARTA-ს აკუმულატორებზე და 20%-იანი ფასდაკლება EGERGIZER-ის, FIAMM-ისა და MONBAT-ის პროდუქციაზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.

- 20%-იანი ქეშბექი ზეთების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლება MOTUL POWERSPORT-ის ზეთებზე
ავტომობილის საცხებ-საპოხი მასალები სეზონურობით არ გამოირჩევა. ძრავის ზეთი ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებითა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდა დეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს. ზეთის შემოწმება მნიშვნელოვანია შორ გზაზე მგზავრობის წინ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება.
- ჰაერისა და სალონის ფილტრის შეცვლა უფასოდ
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. ზეთის ფილტრი, ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება, რაც შეეხება ძრავის ჰაერის ფილტრს, მისი შეცვლა რეკომენდებულია ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას. ძრავის გამართულად მუშაობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფილტრი, რომელიც ასევე ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას უნდა შეიცვალოს იმ ავტომობილებში, რომლებსაც ეს ფილტრი ეცვლება. რაც შეეხება სალონის ფილტრს, იმისათვის, რომ ავტომობილით მგზავრობისას არ შეგვაწუხოს გამონაბოლქვის სუნმა და თამამად ჩავრთოთ გათბობა/გაგრილების სისტემა, მნიშვნელოვანია, გვეყენოს სალონის ხარისხიანი ფილტრი.
სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს სეზონურად, როდესაც მძღოლები აქტიურად იწყებენ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენებას. შეცვლა რეკომენდებულია გვიან შემოდგომაზე, ზამთრის წინა პერიოდში და ზაფხულის დადგომამდე.
12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ფილიალების გარდა, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაშიც. ამ პერიოდში 15% -იან ფასდაკლებას მიიღებთ საბურავების, ზეთების, ნაწილებისა და VARTA -ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე. ENERGIZER, MONBAT, EXIDE-ისა და FIAMM-ის აკუმულატორებზე კი - 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















