ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლები - როგორი იყო Tegeta Cars-ის 2024
საქართველო, თბილისი - 17:40 | 24.03.2025 ნანახია: 602
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, Tegeta Cars გასული წლის შედეგებს აჯამებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024-ში, საერთო ჯამში, 4 600 ერთეული ავტომობილი გაყიდეს. მათგან 4 100 ახალი იყო, ხოლო 500 - მეორადი.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „2024 წელი Tegeta cars-მა განსაკუთრებული წარმატებით ჩახურა. მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელი როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილების მიმართულებით. საერთო ჯამში, Tegeta Cars-ის ბრენდების სერვისში მომსახურება 38 714 უნიკალურ ავტომობილს გავუწიეთ. საათების რაოდენობამ, რაც მთლიანობაში 113 730 საათია, გასული წლის მონაცემებს 27%-ით გადააჭარბა.
გასულ წელს ჩვენს პორტფელში არსებულმა ბრენდებმა არაერთი ჯილდოსა და აღიარების მოპოვება შეძლეს. როცა წარმატებულ წელს ვაჯამებთ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პარტნიორობის დაწყება ისეთ მსოფლიო ბრენდთან, როგორიც არის უდიდესი ისტორიის მქონე Bentley, რომლის შოურუმიც უკვე ფუნქციონირებს. ხელშეკრულება გავაფორმეთ იტალიურ Lamborghini-სთან და პორტფელში დავიმატეთ პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr.
2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. გავხსენით ინტეგრირებული შოურუმი და ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი. ვფიქრობ, გასული წელს შევძელით, ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები შეგვეთავაზებინა“.
Bentley-სთან სადილერო ხელშეკრულებას ხელი გასულ წელს მოეწერა. მალევე გაიხსნა Bentley Tbilisi-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში. „თეგეტას“ ახალი კომპლექსი საექსპოზიციო სივრცესა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას აერთიანებს. სერვისცენტრის მშენებლობა კი მაისში დასრულდება.
მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მომხმარებელს Tegeta Cars სუპერქარის წარმომადგენლის Lamborghini-ს შემთხვევაშიც. შოურუმის გახსნა „თეგეტას“ უახლოეს გეგმებშია. მანამდე კი კომპანია თავის შემადგენლობაში შემავალი კიდევ ერთი პრემიული ბრენდისა და სპორტქარების ბრენდის, Porsche-ს გაყიდვებს აჯამებს. თუ 2023 წელს „პორშე ცენტრი თბილისმა“ 360 ახალი ავტომობილი გაყიდა, გასულ წელს ეს რიცხვი 513-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, ამ მაჩვენებელმა 2024-ში 79 ერთეული შეადგინა. კვლავ დიდია დაინტერესება Porsche 911-ის მიმართ, გასულ წელს გერმანული ბრენდის ეს გამორჩეული მოდელი სპორტქარის 57-მა მოყვარულმა შეიძინა.
2024-ის კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომოდელის Porshce Macan-ის წარდგენას თბილისში. საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო, მათ შორის იყო „პორშე ცენტრი თბილისი“ და საქართველო. შთამბეჭდავი გამოდგა წარდგენაც - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყანას შორის საუკეთესო კრეატიული ხედვისთვის „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ ხოსროშვილი დააჯილდოვეს.
„სრულად ელექტრული Porsche Macan წლის მთავარი მოვლენა იყო Porsche-სთვის და, ბუნებრივია, „პორშე ცენტრი თბილისისთვისაც“. ეს ელექტრიფიცირებული მოდელი სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით გამოირჩევა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი გაიზარდა და 613 კილომეტრს შეადგენს. მოხარულები ვართ, რომ ელექტრომოდელმა ქართველი მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია“, - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
ახალი მოდელები შესთავაზა Tegeta Cars-მა იაპონური ბრენდის მოყვარულებსაც. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმს ახალი Toyota C-HR, LC250 და Camry შეემატა.
განახლდა და ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყო „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმი. ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე კი დასავლეთ საქართველოში პირველად ტოიოტას სამღებრო-სათუნუქე საამქროს მოწყობა იყო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სივრცე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს: შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის ნაწილი და ავტომობილზე ფირების გადაკვრა.
საერთაშორისო აღიარების გარეშე წელი არც „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ჩაუხურავს. კომპანია კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ უმაღლესი ქულები მოიპოვა და სხვა დილერებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
უკვე სამი წელია, პირველ ადგილს არ თმობს და საუკეთესო იმპორტიორის სტატუსს ინარჩუნებს „ვოლვო ქარ კავკასია“. კომპანიამ Volvo Cars-ის 30-მდე კრიტერიუმი სრულად დააკმაყოფილა და ვოლვოს ოსკარად წოდებული Excellence Club-ის ჯილდო კიდევ ერთხელ დაიმსახურა. მათ შორის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სომხეთში მოგებული ტენდერი იყო, რომლის თანახმადაც კომპანიამ მეზობელი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 120 ერთეული ელექტრომობილი მიაწოდა.
თავის მხრივ, სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვას არ წყვეტს „ვოლვო ქარ საქართველო“, რომელმაც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ VPS (Volvo Personal Service) სერტიფიცირება მოიპოვა. ამასთანავე, ვოლვოს ტექნიკოსი გიორგი ბეგიაშვილი ვოლვოს წარმომადგენლობებს შორის, EMEA-ს მასშტაბით, Service & Repair კონკურსის გამარჯვებული გახდა.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ვაპირებთ, ვოლვო X90-ით აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრები მოვამარაგოთ. შვედური ბრენდის ეს ფლაგმანი მოდელი უკვე თბილისის Volvo Retail Experience შოურუმშია. ასევე ჩვენს ულტრათანამედროვე საექსპოზიციო სივრცეში გამოჩნდება 7 მგზავრზე გათვლილი SUV, X90, რომელიც სრულად ელექტრულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბაქოში მომსახურების ახალი, მასშტაბური ცენტრის გახსნაა. Volvo Retail Experience კონცეფციით შექმნილი შოურუმი აზერბაიჯანის ბაზარს მაისიდან მოემსახურება“.
საქართველოს ფარგლებს უკვე გასცდა Tegeta Cars-ში შემავალი კიდევ ერთი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და იაპონური ბრენდის ავტომობილებს სომხეთის ბაზარს მიმდინარე წლიდან შესთავაზებს. ამასთანავე, ქართველ მომხმარებელს კომპანია უკვე მულტიბრენდულ შოურუმში მასპინძლობს.
აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე ცენტრი Geely Sakartvelo Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. 4000 კვ.მ-მდე სივრცეში თავმოყრილია შოურუმი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე თანამშრომლებისათვის. მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას ახერხებს.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, Tegeta Cars-ი ATV ტექნიკასაც აერთიანებს და წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდს, როგორიც ამერიკული Polaris-ია. გასულ წელს კომპანიამ 35 ერთეული გაყიდა.
„გარდა ამისა, ჩვენ გავხდით Indian Motorcycle-ის ოფიციალური დილერები საქართველოში და 2024 წელს გავყიდეთ 16 ერთეული მოტოციკლი, რომელშიც დიდ პოტენციალს ვხედავთ და წლიდან წლამდე ზრდას ველოდებით“, - აცხადებს პეტრე წაქაძე.
არსებული ბრენდების განვითარება, მომხმარებლის გამოცდილებისა და კმაყოფილების გაუმჯობესება, სერვისის ხარისხის განუწყვეტლივი ამაღლება, საოპერაციო და ფინანსური ლიზინგის დახვეწა და მომხმარებლისთვის სხვადასხვა საინტერესო ფინანსური თუ საოპერაციო პროდუქტის შექმნა - კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ეს კომპონენტი მუდმივი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და არც მიმდინარე წელს შეიცვლება.
რაც შეეხება გაფართოებასა და რეგიონულ ექსპანსიას, Tegeta Cars-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
პოლიტიკა
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
- Shell-ის საავტომობილო ზეთები - ინოვაცია მოძრაობაში
- Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება