"თეგეტამ" მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდო მიიღო
საქართველო, თბილისი - 11:03 | 11.03.2025 ნანახია: 1790
"თეგეტა ჰოლდინგი" მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბანკის მეექვსე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA-ს) გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ. BARTA-ს ჯილდო, რომელსაც გამჭვირვალობის ოსკარსაც უწოდებენ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რისი მიზანიც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნაა. წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ. "თეგეტა ჰოლდინგს" ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში გადაეცა.

"თეგეტა ჰოლდინგი" პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და ამ სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მდგრადი განვითარების ანგარიშის წარდგენა პასუხისმგებლობიანი კომპანიის ნებაყოფლობითი არჩევანია საზოგადოების ინტერესისა და მოლოდინების საპასუხოდ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება "თეგეტასთვის" კორპორაციული მდგრადობის ნაწილი და მაღალი ორგანიზაციული კულტურის დამადასტურებელია. ამასთანავე, მდგრადობის ანგარიშის გამოქვეყნებით კომპანია პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მეტი სანდოობისა და ღიაობის ახალ სტანდარტს ქმნის. "თეგეტას" ანგარიში ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ და ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის ჩვენთვის აღიარება და დამატებითი მოტივაციაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ანგარიშგების სტანდარტი".
"თეგეტას" მდგრადობის ანგარიში ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამშრომელთა კეთილდღეობა, მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამ მიმართულებებით 2023 წელს განხორციელებული პროექტები ანგარიშში დეტალურად გაიწერა.
მარიამ ჯაფარიძე, "თეგეტა ჰოლდინგის" CSR მენეჯერი: "გვიხარია, რომ კომპანიის მდგრადი განვითარების პირველივე ანგარიშმა აღიარება მოგვიტანა. ჰოლდინგის მასშტაბური საქმიანობიდან გამომდინარე, დოკუმენტზე მუშაობა საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ის ჩვენი საქმიანობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს, მეორე მხრივ, გვეხმარება, კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის სამომავლო გეგმები მონაცემთა გაანალიზების საფუძველზე დავგეგმოთ. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, თანმიმდევრულად მივყვეთ დასახულ გეგმებს - კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები ჩვენი გუნდის წევრებისათვის, მეტად ვიზრუნოთ მომხმარებლებსა და გარემოზე, დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და მინიმუმამდე შევამციროთ უარყოფითი გავლენა ეკოლოგიაზე. ვფიქრობთ, მთელი ეს პროცესი საზოგადოების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს".
კომპანიის გამჭვირვალობის დოკუმენტი "თეგეტას" ვებგვერდზე tegeta.ge-ზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















