Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატების სერვისი კავკასიის რეგიონში მხოლოდ "თეგეტა მოტორსშია" ხელმისაწვდომი
საქართველო, თბილისი - 14:48 | 19.02.2025 ნანახია: 1965ექსკლუზიური სერვისი "თეგეტა მოტორსის" პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენტსა და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. "თეგეტა მოტორსი" უკვე წლებია ამერიკული კომპანიის, Thermo King-ის სერვისპარტნიორია და რეგიონში ოფიციალურად წარმოადგენს. შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ორიგინალი ნაწილებით, თანამედროვე სპეცდანადგარებითა და პროფესიონალი მექანიკოსის დახმარებით სრულდება.

სატრანსპორტო ტემპერატურის კონტროლის სისტემების მწარმოებელმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თითქმის 90 წელია საქმიანობს, კავკასიის რეგიონში თანამშრომლობისათვის "თეგეტა მოტორსი" აირჩია. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიას საერთაშორისო ბრენდის ყველა ტექნოლოგიურ მიღწევაზე მიუწვდება ხელი. "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრში მთავარი აქცენტი Thermo King-ის ბრენდზეა, თუმცა კომპანია შეზღუდული არ არის, მომსახურება სხვა ნებისმიერი მწარმოებლის სამაცივრე აგრეგატებს გაუწიოს.
ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური სერვისების მთავარი ოფიცერი: "Thermo King-თან თანამშრომლობითა და მომსახურების მასშტაბური სივრცის შექმნით უკვე გვაქვს შესაძლებლობა, სამაცივრე აგრეგატების მომსახურება გავაფართოვოთ. "თეგეტა მოტორსი" პირველობას არც ამ შემთხვევაში თმობს და მომხმარებელს სამაცივრე სისტემების რემონტის სრულ პაკეტს სთავაზობს. სწრაფი სერვისებიდან დაწყებული რთული შემთხვევების ჩათვლით - პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სამუშაოზე, ხოლო ნაწილებზე ვრცელდება გარანტია, რაც ავტომობილის მფლობელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შევძლებთ, მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, შიდა პარკის, ისე ტრანზიტულად მოძრავ ავტომობილებს, რომელთა გამართული მუშაობა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ორიგინალ ნაწილებზე და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შევთავაზოთ კვალიფიციური სერვისი, რაც ამ ბიზნესპროცესის უმთავრესი პირობებია".
გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრში, რომელიც ოთხ ჰექტარზეა აშენებული, საგანგებოდ გამოიყო სივრცე სამაცივრე აგრეგატებისათვის. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო ზონაში შესაძლებელია დიაგნოსტირება, ფილტრების, ზეთის, ღვედების, ასევე ნაწილებისა და მილგაყვანილობის შეცვლა-შედუღება, ჟონვაზე შემოწმება, ფრეონის ჩატუმბვა-ამოტუმბვა. სრულ მექანიკურ თუ ელექტროსერვისს მომხმარებელს სერტიფიცირებული, გამოცდილი მექანიკოსი გაუწევს.
ამასთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია მობილური მომსახურებაც, რომელიც მძღოლებს ადგილზე დაეხმარება.
"უშუალოდ სერვისცენტრში დღის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთ ავტომობილს მოვემსახურებით. მხოლოდ დიაგნოსტირების შემთხვევაში კი ათი სატვირთოს გატარებას შევძლებთ.
ორიგინალ ნაწილებთან და სრული სერვისის შეთავაზებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაო სივრცე სპეციალური დანიშნულების მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ყოფილიყო აღჭურვილი. ეს კი მაღალი ხარისხის მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებას განსაზღვრავს როგორც ჩვენი პერსონალის, ისე მომხმარებლებისათვის. მაგალითად, ჩვენ უარი ვთქვით ჟანგბადის ბალონის გამოყენებაზე და დავნერგეთ ელექტროშედუღების ახალი სისტემა თანამედროვე ინსტრუმენტებით. ევროპული დანადგარის გამოყენებით სერვისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრისკიანი პროცესი უსაფრთხო გავხადეთ. ამასთან ერთად, მკაცრად ვიცავთ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც ფრეონზე მომუშავე მექანიკოსს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს", - ლაშა ნარუსაშვილი.

სხვადასხვა ნაწილთან თუ აქსესუართან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მედიკამენტების გადასაზიდი მაცივარიც, რომლის დახმარებითაც, სრული სტანდარტების დაცვით, წამლების ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
ამჟამად გეზის ფილიალში შეთავაზება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, სამაცივრე აგრეგატების ნებისმიერი ნაწილის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სერვისს უფასოდ მიიღებს. შეთავაზება მარტის ბოლომდე მოქმედებს.
სამაცივრე აგრეგატების რემონტთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ განახლებულ სერვისცენტრში მომხმარებელი ასევე ექსკლუზიურად შეძლებს ისარგებლოს სატვირთოების სამღებრო-სათუნუქე უბნის მომსახურებით. 42 000 მ2 ფართობზე განლაგებული ფილიალი სრული დატვირთვით შემოდგომაზე ამოქმედდება. ცენტრი სატვირთო, ავტობუსებისა და კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის განკუთვნილი და 31 სამუშაო სივრცეს მოიცავს. მულტიბრენდული მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A+ კატეგორია აქვს მინიჭებული.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















