მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?! - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 18:14 | 04.11.2024 ნანახია: 2811
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაზე ჰკითხეს.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები საპროტესტო მუხტის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციებს წარმოადგენს და ვერ შეცვლის იმ მილიონ 120 ათასი ადამიანის განწყობას, რომლებმაც ხმა მშვიდობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს.
„სრული სისულელეა. რასაც ისმენთ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს. რაღაცას მიედ-მოედებიან, გამოდიან სერიოზული სახეებით, სისულელეს იტყვიან, რომ თავისი ამომრჩეველი რაღაცაში დაარწმუნონ, დააჯერონ. უნდათ, რომ საპროტესტო მუხტი შექმნან. განადგურებულები არიან. რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?
რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რეალურად რა მოხდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ეუბნებოდნენ თავიანთი გაყალბებული კვლევებით, რომ ისინი არჩევნებს იგებენ. შემდეგ არაერთი ასეთი კვლევა ვიხილეთ ამ კამპანიის განმავლობაში და, სხვათ შორის, თუ დააკვირდებით და გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის მიმდინარეობს სიცრუის კამპანია მათი მხრიდან კვლევებთან დაკავშირებით. რეალობას აცდენილები არიან, საერთოდ კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა მოგებაზეა ზოგადად საუბარი, ეგზიტპოლებიც გააყალბეს და ყველას თუ ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავების გარდა. თავიანთ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და „ჯენზი“ლანძღავდნენ, რომ თურმე მათ წააგებინეს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არავინ არ უსვამს კითხვას, თუ რა დააკლეს, რა არ გააკეთეს, ყოველთვის სხვას აბრალებენ. ჯერ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, მერე სოციალურ მედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















